x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ეს მათ, ვისაც ჰგონია, კანონის გაწვევით ოპოზიციამ გაიმარჯვა...“ - ლადო ბედუკაძე
image


ციხის კადრების ერთერთი ავტორი, რომელმაც 2012 წელს დიდი აჟიოტაჟი მოახდინა, რუსული კანონის პარლამენტიდან გაწვევის საკითხს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამით ოპოზიციას არ გაუმარჯვია. საამისოდ კი ციხის ყოფილი თანამშრომელი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

,

„ეს მათ, ვისაც ჰქგონია, რომ კანონის უკანგაწვევით ოპოზიციამ და "დასავლურმა ძალებმა" გაიმარჯვა,
- თქვენ საკუთარ ხალხთან გაიმარჯვეთ 2007 წლის 7 ნოემბერს,
- გაიმარჯვეთ 2011 წლის 26 მაისს,
- აზეიმეთ ხალხი დამარცხებულ ომში 2008 წელს და გამარჯვებად გამოაცხადეთ ძირძველი ქართული ტერიტორიების დაკარგვა,
- გაიმარჯვეთ ბევრგან, ყველა მეთოდით, სადაც კი არ მოგწონდათ განსხვავებული აზრი,
- თქვენი დევიზი იყო "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენთან ზის",
არც რაიმე აზრი აქვს აღქმა-არეულ კასტასთან, რომელსაც საკუთარი "სიმართლე" აქვს საუბარი და "გამარჯვების" ცნების საკუთარი განმარტება, მაგრამ როცა, დღესაც გგონიათ, რომ "უკრაინა ომში იმარჯვებს " მარტივად რომ ვთქვათ- არაგონივრული ლოზუნგით " ბრძლა ბოლო უკრაინელმადე",
ნეტავ, ვის უტოვებენ მაშ "გამარჯვებულ" ქვეყანას რუსებს? პოლონელებს?
საქართველოს ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა გაიმარჯვა, რომელიც დაიღალა არეულობით, დაპირისპირებით, რომელსაც არ უნდა 2008 წლის გამეორება საქართველოში!“ -- წერს ვლადიმერ ბედუკაძე.
'


შეგახსენებთ, ვლადიმერ ბედუკაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი ციხის სასტიკი სისტემა შიგნიდან ამხილა. ის თავადაც პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა და შეძლო იქ არსებული მძიმე რეალობა და ადამიანის უფლებების შემლახავი მოპყრობა კამერით გადაეღო. ირმა ინაშვილისა და გიორგი ფოფხაძის დახმარებით მათ ციხის წამების კადრები ბრიუსელში წაიღეს, საერთაშორისო ორგანიზაციებს აჩვენეს და შემდეგ ქართულ მედიაში გაავრცელეს.

.

სააკაშვილის მწამებლური სისტემის მხილებას და ვიდეო მტკიცებულებების გამოქვეყნებას ქვეყანაში მასობრივი მღელვარება მოჰყვა. მასშტაბური საპროტესტი აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა, 1 ოქტომბრის არჩევნებზე კი სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი არჩევნებში დამარცხდა.

.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული შემდეგ საქმეებზე

გირგვლიანის საქმე

.

ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს წინასწარ გაურიგდა:


„მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით, გასცა პირობა, რომ შემდგომში, სასჯელის მიუხედავად, - თუ რა დაენიშნებოდათ მათ სასამართლოს მიერ, - შეიწყალებდა ამ მსჯავრდებულებს“.


2011 წლის აპრილში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და დაადგინა, რომ გამოძიებას აშკარად აკლდა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და საფუძვლიანობა. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავდა, რომ „გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული მოქმედებით, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

,

იმედის დარბევისა და პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმე

.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე.


.

0
556
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0