რუსეთის პრეზიდენტის "ფეთხუმი" იდეოლოგი მარგარიტა სიმონიანი თბილისის დაბომბვით იმუქრება
კრემლის ნაძირალა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ეთნიკურად სომეხია, საკუთარ თავს რუსად თვლის და საქართველოს ემუქრება საპროტესტო აქციების დროს "სოხუმი-სოხუმის" შეძახილების გამო.
როგორც სიმონიანი ამბობს, რომ თბილისში ჩატარებული და მიმდინარე აქციები ემსახურება ერთ საქმეს-საქართველო ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში.
სწორედ აქედან გამომდინარე ეს სულით და ხორცით მახინჯი არარაობა იმუქრება, რომ თუ 2008 წელს რუსეთის არმიამ არ დაბომბა თბილისი, ახლა თუ საქართველომ სოხუმის და ცხინვალის დაბრუნების მიზნით სამხედრო კამპანია წამოიწყო, აუცილებლად "გლიჯავენ" თბილისს, რადგან თბილისში "კიევ-პეჩორის" ლავრა არაა და არც თბილისია "კიევის რუსეთი".
" ჯობია გაუფრთხილდნენ ამ ლამაზ ქალაქს და იქ მცხოვრები ტემპერამენტიანი ხალხის სიცოცხლეს, რადგან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ომის დაწყება აღიქმება, როგორც რუსეთისათვის ომის გამოცხადება და სულაც არაა საჭირო ქართველების დასაშოშმინებლად ჯარების შეყვანა საქართველოში, ისე როგორც ეს მოხდა 2008 წელს. ამჯერად თბილისი დაიბომბება საავიაციო ბომბებით და შორი მოქმედების რაკეტებით"-განაცხადა სიმონიანმა.
საინტერესოა ეს სულით-ხორცამდე მახინჯი არარაობა სულ გამოთაყვანდდა თუ უბრალოდ ჩვეულ რიტორიკას იმეორებს თუთიყუშივით.
დავიჯერო, რომ ამ არარაობამ არ იცის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული და საქართველოს სრული უფლება აქვს კონსტიტუციური წყობა აღადგინოს ამ რეგიონებზე?
მე არა ვარ ომში ჩართვის მომხრე, მაგრამ საქართველო უნდა მოემზადოს ომისათვის, რადგან უკრაინაში დამარცხებულ პუტინს აუცილებლად ჟანგბადივით დაჭირდება სწრაფი გამარჯვება რომელიმე უკრაინასთან შედარებით ბევრად პატარა და სუსტ ქვეყანასთან, თუნდაც საქართველოსთან, რაც მის დაცემულ რეიტინგს რუსების შოვინიზმით და ამბიციით სავსე გონებას გაახარებს.