კინო ყველაზე სახიფათო ფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში 2023, 14 მარტი, 17:00 ნატურალისტი ჰენკი რამდენიმე წელია აფრიკაში, თავისი სახლიდან მოშორებით, იზოლირებულ მამულში, სხვადასხვა სახეობის ათობით გარეულ კატასთან ერთად ცხოვრობს. ერთ დღეს მისმა მეუღლემ და შვილებმა მასთან სტუმრობა გადაწყვიტეს. ჩასვლის დროსთან დაკავშირებული, შეცდომის გამო, ჰენკის ოჯახმა მამულში დამოუკიდებლად მისვლა გადაწყვიტა. მაგრამ, სწორედ იმ დროს, ჰენკმა სახლი დატოვა და მათ შესახვედრად, აეროდრომისკენ გაემართა... «ღრიალი» (Roar, 1981 წ.) სათავგადასავლო ფილმია და ის კინემატოგრაფიის ისტორიაში, «ოდესმე გადაღებულ, ყველაზე სახიფათო ფილმად» ითვლება. იმის გამო, რომ მასში უამრავი ველური ცხოველი მონაწილეობს, გადაღების პროცესში, 70 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მთავარი როლის შემსრულებელიც.
|
|