x
image
მარიამმ პაიჭაძე
„აუცილებლად გულწრფელად უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ" - რას წერს ზაზა დავითაია ირაკლი ღარიბაშვილზე
ზაზა დავითაია ირაკლი ღარიბაშვილი


ჟურნალისტი ზაზა დავითაია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„აუცილებლად გულწრფელად უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ:


ჩემი ქვეყნის ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა ის პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების ტრიბუნიდან, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ვასალურ დამოკიდებულებას გვერდი არ აუარა და მსოფლიოს გასაგონად, ხმამაღლა გამოაცხადა, რომ იგი არ აპირებს დაემორჩილოს დასავლეთიდან ისეთ მითითებებს, რაც საქართველოს აზიანებს!



ვფიქრობ, საქართველოში მიმდინარე ეს მოვლენები, რაც ფაქტობრივად, სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალების საფრთხეში გადაიზარდა, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოცილების მიზნით არის ორგანიზებული, რათა საქართველომ „დინების მიმართულებით" ცურვა გააგრძელოს.


დინების ეს მიმართულება ჩვენს სამშობლოს ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობის მოშლით, ამასთან ერთად, ფიზიკური განადგურებითაც ემუქრება, რადგან უკრაინის მსგავსად, დასავლეთის აგრესიული წრეები თავიანთი ინტერესების განხორციელებას ქართველი ერის საზარბაზნე ხორცად გადაქცევის ხარჯზე აპირებენ; იმ ომში საქართველოს ჩართვას ცდილობენ, რომელიც ერთადერთი ლოგიკური შედეგით - ჩვენი სახელმწიფოებრიობის სრული მოშლით დასრულდება.


ამიტომ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტიის მიმართ სრული უნდობლობა მაქვს, მხარი დავუჭირო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციებს, უკიდურეს შემთხვევაში იქამდე, ვიდრე (ღმერთმა არ ინებოს) მის მოქმედებებში დანებების და ქედის მოხრის მკაფიო ნიშნები არ გამოიკვეთება.


მიმაჩნია, რომ პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ჩემი მხარდაჭერა სრულიად არ ნიშნავს, ნაც-ლიბერასტულ ბინძურ ძალასთან კოაბიტირებული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" მომხრეობას და მათ მიმართ თანადგომას!


ირაკლი ღარიბაშვილს აქვს შანსი, ისტორიაში შევიდეს, როგორც ქართველი ხალხის დაუმორჩილებელი და უკომპრომისო წინამძღოლი.


„ქართული ოცნება" შესაძლოა, პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ გაუჩინარდეს (ეს დაიმსახურა!), მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ერის რჩეულად და წინამძღოლად იქცეს!


ვიდრე შეცდომა არ დაუშვია (და, გულწრფელად ვუსურვებ, არ დაუშვას!).


მე ვგულშემატკივრობ ირაკლი ღარიბაშვილს!


მე მხარს დავუჭერ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა შეაკავოს საქართველოს გატაცება იმ დინებით, რომელიც ფიზიკური და სულიერი დაღუპვის ზღვაში ჩაედინება!
ადრე თუ გვიან, ხომ ყველანი გარდავიცვლებით... მთავარია, ღირსება შევინარჩუნოთ!


ბატონო ირაკლი! გაწირე თავი, ბოლომდე ქედმოუხრელად უწინამძღვრე ამ ბრძოლას და ერთი მუჭა უცხო ქვეყნის აგენტურა წინ ვერ გადაგვეღობება!


დაგვანახე პოზიცია, რის გამოც თავის გაწირვა, სიკვდილიც ღირს და შენს გვერდით დადგება ასეულათასობით თავგანწირული მამულიშვილი!


„დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!", - წერს ზაზა დავითაია.


ზაზა დავითაია სქრინ





3
572
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
572
  
დინების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ორაგული მოძრაობს,ხოდა გავს ახლა ირაკლა ორაგულს? ისე დოუმშვენნდა ცხვირპირი მაგას. ზვიადი ერთ წელში მოიშორეს,ხოლო ამ ჩემისებმა 11 წელი შეკრეს სადაცაა,სად არის ლოგიკა? ყველაზე ცუდი ის არის,რომ ქართველ ხალხს ანალიზის უნარი არ აქვს,პირდაფჩენილი უყურებენ და სჯერათ ირაკლასიც და საპირისპიროდ,იმ მთხლე მასის და გიჟის პარტიის,ხოდა იქ ვართ რაც დავიმსხაურეთ ანუ ქაქში.

პ.ს. ერთი წელი მიმიშვით გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე და განახებთ როგორია ბრძოლა. მაქარიანები და მაგნაირი ვირეშმაკები ერთმანეთის მიყოლებით დატოვებენ ქვეყანას,არც ენჯეოებს დადგება კარგი საქმე და არც ელჩებს,რომლებიც ვირეშმაკობენ. დიპლომატიური იმუნიტეტი მაშინ იცავთ თუ ამ ამ იმუნიტეტს აღიარებ,მე მაგრად მახატია მაგათი დიპლომატობა. საქართველოს წინააღმდეგ აწყობს რაღაცას? ტყვია შუბლში და გავიდა მარილზე. ნალბო რო იყოს ნალბანდიანი ან ლაკი ლუჩიანო,თუნდაც დედა ტერეზა და ყველაზე უმწიკლო ტიპი,თუ ის ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს უნდა მიეხედოს,როგორც ვთქვი,ტყვია შუბლში.
პირველ არხს აქვს 102 მილიონი დაფინანსება და ის მიბმულია მშპ ზრდაზე,25 მილიონი საპატრიაქოს,სხვადასხვა თეატრებს,სხვადასხვა ფედერაციებს ვინ მოსთვლის რამდენი აქვთ დაფინანსება,უაზროდ გაბერილი საჯარო სექტორი და კი შეიკვრება მილიარდი თუ მეტი არა,ყოველ წელს რო ერთი ტანკი გვეყიდა არ იქნებოდა ცუდი,მაგრამ გვკიდია და სხვას ვაბრალებთ ჩვენს უბედურებას. იმედი ხომ კერძო დაფინანსებაზე არის,რა ვერ მაუწყებლობს? რა ჩემს ფეხებად ვუხდით ფულს პირველ არხს. 25 მილიონი თუ არ გადავიხადეთ,ღმერთი არ დაგვლოცავთ თუ რაფერაა საქმე? თუ მსახიობი ვარგა,მას მაყურებელი ეყოლება და რათ უნდა დაფინანსება? იგივე ეხება სხვადასხვა ფედერაციებს,თუ მაგრები ვართ კონკრეტულ სპორტში,მაშინ დაფინანსებას თვითონ მოიხვეჭენ და თუ არა,მაშინ ფულს რაში ვყრით? სწორედ,ამ დაფინასნებულმა "მსახიობებმა" და სპორტსმენებმა გამოხატეს პროტესტი ამ კანონზე,როგორც პირველი არხის ჟურნალისტების თუ თანამშრომლების ნაწილმა,ხოდა უცხოური ძალებისგან ადვილად სამართავ ხალხში ფულს რატო ვაბანდებთ? თუ ვამბობთ,რომ ამ კანონის მიღებით ქართული საქმე კეთდებოდა,მაშინ ყველა ამ კანონის მოწინააღმდეგეების ძელზე გაკვრა უნდა დაიწყო და ეს იქნება ბრძოლა. ანტიქართული ძალების დანდობა ბრძოლა არ არის. არაფერს ვერჩი სკოლის მოსწავლეებს,რაგდან ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. თუ 18 წლამდე ადამიანს აზრი მოეკითხება,მაშინ დაწიეთ ჯარის ასაკი და ნახუი ჯარში. და თუ არა,მაშინ ვიღაც მესამე პირმა გამოიყენა მათი არასრულწლოვნება და ეს ძალადობაა,ხოდა სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს თავისი 18წლამდე ბავშვების უფლებებზე და მდგომარეობაზე? საქმეც ამაშია,რომ შეთანხმებულად მოქმედებენ ირაკლაც და ვაშაძეც,სარგებელს ნახულობენ და მაგრად კიდიათ ეს ქვეყანა. ეს კანონი შეგნებულად იქნა ჩაგდებული,რადგან არც მათ აწყობდათ. კანონის ავტორებს მადლობა მაინც,მაგრამ უნდა სცოდნოდათ რა საზოგადოებაში და რა პრიბებში ცხოვრობენ.
ის რო დასაველთის ქვეყნებს ვასალური დამოკიდებულება აქვს არ არის ახალი ამბავი.ის ვერ გამიგია,რანაირად ებრძვის ეს ღარიბაშვილი იმათ ან ქართული ოცნება?ერთი ტილიანი კანონი ვერ მიიღეს,უშიშროება ჩვენ არ გვყავს და კარგად შეიარაღებული ჯარი,არც პოლიციური ძალები არის მოწოდების სიმაღლეზე. ბრძოლას თავისი ნიშნები უნდა ქონდეს და ეგეთი არ გვინახია,გარდა ომში არ ჩართვისა. განათლების რეფორმა დაიწყო? არა,ის ისევ საბჭოთა დროინდელია,სკოლა აგიტატორების კანტორაა,უნივერსიტეტი ენჯეოშნიკების თავშეყრის ადგილი. ჯარის დაფინანსება რადიკალურად გაიზარდა? არა,იმდენი დაფინანსება აქვს რო ხელფასებში ძლივს ყოფნის. დაიწყო სხვადასხვა საგადასახადო თუ მსგავსი ტიპის შეღავათები ინვესტორებისთვის? არა,36% არის საგადასახადო ხარჯი. დაიწყო მასიური მიწების რეგისტრაციის რეფორმა,რაც ქვეყნის ქონების ძირითადი ნაწილი გადმოვიდოდა საქართველოს მოქალაქეებზე? არა,თუ იმას არ ჩავთვლით,არაოფიაცურ საკუთრებაში არსებული ქონება გაოფიციალურდება. ახალი რამე ქარხანა ან რაიმეს მსგავსი გაიხსნა? არა,ხალხის მასიური გადინება ხდება ქვეყნიდან. თუ განათლება არ გივარგა,ჯარი მიუხედავი გაქვს და ხალხი ქვეყნიდან გარბის,რას ებრძვის? სად არის ბრძოლა? ბრძოლა მე სხვანაირად მასწავლეს,რასაც ქოცეთი აკეთებს მაგას ერთი ადგილის თამაში ქვია,როგორი თამაში იცით,ქალი რო უქიცინებს კაცს უკანალს და როცა კაცს მოანდომებს რაღაცას,უარს ეუბნება. ასე არის ქართული ოცნების და სამწუხაროდ,საქართველოს საქმე. ამბობენ,რომ სირცხვილია თუ სხვა სახელმწიფო გადატრიალებას ახდენდნენო,ხოდა სად არის სამართლებრივი შედეგები? სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღარ არის კანონ დარღვევა? თუ ეგრეა,იგორ გიორგაძე დაგვებურნებინა,რაგდან მცდელობა ქონდა იმასაც,მარა ვერ გაგორა ედუარდა ანუ ვერ გადაატრიალა
0 1 3