x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134785
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509135
შეუდარებელი ორცხობილა ჩაისთვის, თან 10–15 წუთში

ცნობილია, რომ ხაჭოთი ცხობა, სიმარტივით და სისწრაფით გამოირჩევა. ხოლო, თუ ცომის შემადგენლობაშია ხაჭო, — ეს იმის გარანტიაა, რომ ნამცხვარი აუცილებლად გემრიელი იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ რეცეპტს, მისი მიხედვით გაკეთებული ორცხობილა ძალიან ნაზი და ფხვიერი გამოდის. ხოლო, მოსამზადებლად, სულ რაღაც 10-15 წუთია საჭირო.


image


ინგრედიენტები:


ხაჭო — 200 გრ.
კარაქი — 70 გრ.
შაქარი — 40 გრ.
სოდა — 0, 5 ჩ. კ. + ლიმონი — 1 ს. კ.
ფქვილი — 120 – 130 გრ.
მარილი — 1 მწიკვი


მომზადება:


image


I. დარბილებული კარაქი შეურიეთ ხაჭოს და იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > დაამატეთ ერთმანეთთან შერეული სოდა და ლიმონის წვენი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ > დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი.
II. გააკეთეთ გუნდა და 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე დაასვენეთ და შემდეგ, 30 წთ. მაცივარში შეინახეთ.
III. გააბრტყელეთ ცომი 5 მმ–ის სისქეზე > ზემოდან მოაყარეთ რეცეპტში მოცემული შაქრის ნახევარი და თანაბრად გაანაწილეთ > გაყავით ფენა 24 ნაწილად (ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები) > გადაახვიეთ თითოეული ნაწილი, კიდიდან ცენტრისკენ და დარჩენილ შაქარში ამოავლეთ.

IV. მოათავსეთ ხვეულები კალკაზე და გამოაცხვეთ, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.



image

არხის სხვა სიახლეები:


* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ

* 5 ფაქტი ნამდვილი ბუნებრივი საოცრების – სახსრების შესახებ

* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* არასდროს ეკამათოთ "ვირს" – როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* მამაკაცები კაბებში – 7 ქვეყანა, სადაც მამაკაცი კაბას ატარებს და ეს არავის უკვირს

* ყველაზე სახიფათო ფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში



4
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
185
  
2023, 25 მარტი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მარტი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4