x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პორნომსახიობის გამო დონალდ ტრამპი სავარაუდოდ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
image

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის საოლქო პროკურატურამ გამოიძახა, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნო მსახიობ სტორმი დენიელსზე ფარულად გადახდილ თანხების თაობაზე ჩვენება მისცეს.


The New York Times-ის ცნობით, ეს თითქმის იმას ნიშნავს, რომ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.


ოლქის პროკურორის ელვინ ბრაგის თქმით, ტრამპმა დენიელსის მომსახურებით არაერთხელ ისარგებლა 2006-2007 წლებში, ხოლო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მისმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა პორნოვარსკვლავს 130 000 დოლარი გადაუხადა დუმილის სანაცვლოდ. შემდგომში, ტრამპის კომპანიამ ყალბი ხარჯთაღრიცხვა გააკეთა და კოენის გადახდილი თანხები იურიდიული ხარჯებში გაატარა.



2018 წელს, სტორმი დენიელსმა თავად უჩივლა შეერთებული შტატების მაშინდელ 45-ე პრეზიდენტს, ბრალი დასდო რომ ტრამპმა ხელი არ მოაწერა გაუთქმელობის შეთანხმებას და მოითხოვა გარიგების ბათილად გამოცხადება. თუმცა, ტრამპმა მოიგო საქმე და სასამართლოში მისმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა აღიარა, რომ მან გადაუხადა დენიელს საკუთარი სახსრებიდან .ისე რომ მისმა კლიენტმა(ანუ ტრამპმა) ამის შესახებ არაფერი იცოდა.


მაგრამ ახლა საქმე ხელახლა იხსნება. პროკურორმა ელვინ ბრეგმა მოუწოდა ნაფიც მსაჯულთა დიდ ჟიურის განიხილონ მტკიცებულებები სტორმი დენიელსის საქმეზე.


პროკურატურიდან წყარო იტყობინება, რომ სულ მცირე ექვსმა ადამიანმა უკვე მისცა ახალი ჩვენებები. სავარაუდოდ, მაიკლ კოენიც ხელახლა დაიკითხება.


პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა, ჩვეული მანერით, შეურაცხყოფა მიაყენა ბრაგს, უწოდა მას "შავკანიან რასისტი" და მის მიერ წამოყენებულ ბრალდებას "დემოკრატი პროკურორებისა და მთელი ნიუ-იორკის სირცხვილი "უწოდა.


თუ ბრალს წაუყენებენ, ეს იქნება პირველი ბრალდება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ და გავლენას მოახდენს ტრამპის შანსებზე, დაიბრუნოს საპრეზიდენტო პოსტი 2024 წელს. უფრო მეტიც, ბრეგი შეიძლება არ იყოს უკანასკნელი, ვინც ბრალს წაუყენებს აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს.


ტრამპს ასევე ემუქრება გამოძიება იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველისგან გასულ ზაფხულს მარ-ა-ლაგოს მამულიდან ამოღებული საიდუმლო დოკუმენტების და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო.

0
202
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0