x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მეკითხებიან კანონს უჭერდი თუ არა მხარსო? გპასუხობთ.." - რას წერს ნინო ნადირაძე

image


კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე ე.წ. "აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"მეც ვიყავი ოდესღაც ახალგაზრდა, ბევრად უფრო ჯიხვი(ვერძი), ვიდრე დღეს ვარ, და ვერ ვიტანდი როცა ჭკუას მარიგებდნენ უფროსები(მართალი ვიყავი, ვფიქრობ), ასევე ვერ ვიტანდი მოკომკავშირო ტიპის სტუდსაბჭოებს და რექტორატთან დაახლოებულ მოსტუდენტო-მოაქტივისტო ტიპებს(შემდგომში ყველა თანამდებობის პირები გახდნენ, ლექციებზე სიარულის გარეშე), ამიტომ, ბავშვებო არ შეიტენოთ არავინ და არ იაროთ სტუდსაბჭოების ჭკუაზე, თქვენი ნაბრძოლი არასოდეს არავის გადაულოცოთ, მერე ტელეფონზეც არ გიპასუხებენ, როგორც კი სავარძელში ჩაასკდები


P.S. მეკითხებიან კანონს უჭერდი თუ არა მხარსო? გპასუხობთ, ვარ აბსოლუტური ანარქისტი, მძაგს ყველანაირი სახელმწიფოებრივი მექანიზმები, კანონები, მორჩილებები და ა.შ. მაგრამ ამ დედამიწაზე სად წავიდე, ყველგან ერთნაირი მოცემულობაა, ვზივარ და ვითმენ რა გავაკეთო?"- ვკითხულობთ ნადირაძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხის რამდენიმედღიანმა უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტი საბოლოოდ უკან გაიწვია.





0
804
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
804