x
დედა ტერეზას 12 საოცარი გამონათქვამი

დედა ტერეზას 12 საოცარი გამონათქვამი


1."მე მსურს რომ გული შეგტკიოდეს შენს მეზობელზე. იცი ვინ არის შენი მეზობელი?"

2."თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც."

3."მოდით, ერთმანეთს ყოველთვის ღიმილით შევხვდეთ. ღიმილი სიყვარულის დასაწყისია."

4."მოდით, ნუ ვიქნებით კმაყოფილნი მხოლოდ ფულის გაცემით. მხოლოდ ფული არაა საკმარისი. ის შეიძლება მიიღონ, მაგრამ ადამიანებს თქვენ ფულზე მეტად თქვენი გული და სიყვარული სჭირდებათ. ასე, რომ განავრცეთ ყველგან თქვენი სიყვარული, სადაც კი ფეხს დადგამთ."

5."მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა."

6."სიყვარული არის ხილი, რომელიც ყველა სეზონზე ხარობს."

7."მშვიდობა ღიმილით იწყება."

8."ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას."

9."მშვიდობის ყველაზე დიდი გამანადგურებელი არის აბორტი, რადგანაც თუ დედას თავისი შვილის მოკვლა შეუძლია, რამ უნდა შემაკავოს მე რომ მოგკლათ თქვენ და თქვენ, რომ მომკლათ მე?"

10."ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა."


11."ჩვენ გვესაჭიროება მოვძებნოთ ღმერთი და იგი ვერ მოიძებნება ხმაურსა და მოუსვენრობაში. ღმერთი სიწყნარის მეგობარია. შეხედეთ ხეებს, ყვავილებსა და ბალახს, თუ როგორ იზრდებიან ისინი სიწყნარეში. შეხედეთ, ვარსკვლავებს, მთვარესა და მზეს, როგორ მოძრაობენ სიწყნარეში. ჩვენ გვესაჭიროება სიწყნარე, რათა შევძლოთ მივწვდეთ სულებს."


12."ალბათ არის იმის მიზეზი თუ რატომ ცხოვრობს ზოგიერთი შეძლებულად. მათ როგორც ჩანს იშრომეს ამ კარგი ცხოვრების შესაქმნელად. მე მხოლოდ იმაზე ვბრაზდები, როცა ვუყურებ დაუდევრობას, როცა ადამიანები ნაგავში ყრიან ისეთ რაღაცეებს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება."

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0