x
ეგვიპტელი ქალღმერთის -კლეოპატრას სილამაზის 5 საიდუმლო
https://www.stylecraze.com/articles/cleopatra-beauty-secrets/

ეგვიპტელი ლამაზმანი კლეოპატრა ცნობილია, როგორც ყველაზე ლამაზი ქალი კაცობრიობის ისტორიაში. საუკუნეების განმავლობაში მას კერპად თვლიდნენ და აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი სილამაზით. კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოებები წლების განმავლობაში იყო გამოკვლეული და შესწავლილი. გარდა გარეგნობისა, კლეოპატრა ცნობილი იყო თავისი გამბედაობით, თავდაჯერებულობითა და გონიერებით.


იხილეთ კლეოპატრას სილამაზის 5 საიდუმლო:


1. ზეთების გამოყენება



ზეთი პტოლემეოსის ეპოქაში კანის მოვლის საშუალებების ძირითადი ელემენტი იყო. ითვლება, რომ კლეოპატრა იყენებდა აბუსალათინის, სეზამის, მორინგას და რამდენიმე სხვა ზეთს დაბერების თავიდან ასაცილებლად და კანის ელასტიურობის გასაუმჯობესებლად. ეგვიპტელები იყენებდნენ თიხისგან და ზეითუნის ზეთისგან დამზადებულ საპნის პასტას, რომელიც მოქმედებდა სამკურნალოდ და ინარჩუნებდა კანის ახალგაზრდობას აბუსალათინის ზეთს კანის გარდა თმის მოვლისთვისაც იყენებდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ თმის დაზიანება და ცვენა.


2. თაფლით გაჟღენთილი აბაზანები


ცნობილია, რომ კლეოპატრა სხვა ინგრედიენტებთან ერთად თაფლის შემცველ აბაზანებს იღებდა. თაფლს აქვს მრავალი ანტიბაქტერიული თვისება, რაც მას კანის მოვლის შესაფერის პროდუქტად აქცევს. ის მოქმედებს ფორების გასაწმენდად და ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას, ხოლო კანს ატენიანებს და არბილებს. თაფლი ასევე ბუნებრივი ანტისეპტიკურია ნაწიბურების გასანათებლად და დამწვრობის სამკურნალოდ. კლეოპატრა იყენებდა მას კანის ელასტიურობის გასაზრდელად და აკნეს თავიდან ასაცილებლად.


3. ვირის რძე კანის მოვლისთვის


ითვლება, რომ კლეოპატრა თავის აბაზანებში ვირის რძეს აზავებდა. ვირის რძეს ბევრი ანტისეპტიკური და სამკურნალო სარგებელი აქვს კანისთვის. ის შეიცავს ვიტამინებს C, A, B1, B2, B6 და D ვიტამინს. ის ასევე აფერხებს ნაოჭებს და არის შესანიშნავი ამქერცველი.


4. მარილის სკრაბები მკვდარი უჯრედების აქერცლისთვის


კლეოპატრა იყენებდა ზღვის მარილის სკრაბებს, როგორც სახის და სხეულის ბუნებრივ ამქერცველს და სახეს დღეში რამდენჯერმე იბანდა ზეთებითა და კირქვით. ეს ინგრედიენტები ნაზად მოქმედებს კანზე, აშორებს ჭუჭყს და მკვდარ უჯრედებს.


5. ვაშლის ძმარი


კლეოპატრა ასევე ურევდა ვაშლის ძმარს წყალში, რომელსაც იყენებდა სახის დასაბანად. ვაშლის ძმარს აქვს გამწმენდი და ანტიბაქტერიული თვისებები, რაც კანს უფრო ჯანმრთელს ხდის.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0