x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არკვიოს, ვინ ყავს გველი უბეში"- ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა საზოგადოების რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შედეგად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ახლა გესმით, რატომ განვერიდე პროცესებს?ჩვენმა შვილების თაობამ არასოდეს არ უნდა ნახოს სისხლიანი რუსთაველი! არ უნდა ავწიოთ ხელი ჩვენს მომავალ თაობაზე!კანონის გაწვევა-ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა!

ახლა მთავრობამ არკვიოს ვინ ყავს გველი უბეში! შემდეგში სანამ კანონის მიღებას გადაწყვეტთ შეკრიბეთ ახალგაზრდები, მოეფერეთ, აუხსენით რა და როგორ, იქნებ თავადაც აქვთ გარკვეული წინადადებები?არ შეიძლება საკუთარ ხალხთან დისტანცირება!


ამიტომ ვამბობდიPR(პიარი)საზოგადოებასთან ურთიერთობა უზენაესია!მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა.საწყენია, რომ მუდამ საკუთარ შეცდომებზე სწავლობთ."- ვკითხულობთ ლალი მოროშკინას პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ხალხის რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი "ქართული ოცნების" ლიდერებს არ ენდობა. "არა რუსულ კანონს" აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღესაც შეიკრიბნენ.


აქციის მონაწილეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონის გაწვევის შესახებ განაცხადა, პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ "ქართული ოცნება" კანონს ოფიციალურად არ გაიწვევს. პროტესტანტები ასევე 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებასაც ითხოვენ.





0
485
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
485