x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ღალატის სუნი მცემს!" - რას წერს გელა ზედელაშვილი

გელა ზედელაშვილ


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის შემდეგ ყნოსვა დამიქვეითდა, მაინც ღალატის სუნი მცემს!


დიახ, ირგვლივ სუ ღალატის მყრალი სუნი დგას. ამიტომაც მჭირდება პირბადე და ამიტომაც მაქვს გაფართოებული თვალები. აღარ ვამბობ, გადმოკარკლული-მეთქი.



ახლა კი მთავარი!
ესე იგი, ტიპებსა ვხედავ, მიხას მმართველობის პერიოდში ციხეში ისხდნენ. ზოგს 50 წელიწადი ჰქონდა მისჯილი შეკრებითობით, ზოგს კიდე 30 წელიწადი. ზოგს ჯაშუშის იარლიყი ეკიდა გულის ფიცარზე, ზოგს კორუფციონერისა, ზოგს სამშობლოს მოღალატისა, ზოგს კიდე თაღლითისა.


მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ამათ სასჯელები გაუნულა, ჯოჯოხეთიდან იხსნა, სამშვიდობოს გამოიყვანა, სიცოცხლე შეუნარჩუნა, ოჯახებში დააბრუნა და... არ დაიჯერებთ (თუმცა, როგორ არ დაიჯერებთ, ასეთებს ხომ თქვენც ხედავთ გარშემო?), გავიხედე, მიხას აქციაზე არ დგანან? ახლა არ დამიწყოთ, ევროპული მომავალი და პროდასავლური მიმართულებაო, ეგ ზღაპრები იმ ე.წ. ახალგაზრდებს მოუყევით, რუსთაველზე რომ დაბოდიალობენ ჭაჭანაჭამი ჭუკებივით.


ყველაზე არ ვამბობ, ყველას არ ვგულისხმობ, ამჯერად ერთეულებზე მოგახსენებთ, რომლებსაც მიხა სულს ხდიდა და ახლა მიხას აქციაზე დგანან, ისევ მიხა უნდათ, ისევ მიხას ეტრფიან.


იცით, ეს როგორი ხალხია? თითქოს „ოცნების" მომხრეები არიან, თითქოს ხელისუფლებას მხარს უჭერენ, წარსულსაც გმობენ, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ისევ იქით გადაიძურწებიან ხოლმე.


მერე იტყვით, თვალები რატომ გიფართოვდება ხოლმეო?


როგორ, კაცო, ეგეთ მაზოხისტებს რომ ვხედავ, აბა, რა მომივა?


მაზოხიზმიც არი და მაზოხიზმიც... აქ რაღაც სხვა დაავადებასთან უფრო გვაქვს საქმე... ვფიქრობ, ეს არის ლტოლვა შეუცნობელისკენ... როგორ აგიხსნათ? ეს გახლავთ აღქმითი ყოფა, როცა სატანჯველი გადადის სიამტკბილურ მგრძნობიარობაში.


სულო, ცოდვილო!


ზოგჯერ მგონია, რომ ეგეთებთან პატიმარი თუ პაციენტი მიხა არ ტყუოდა!“ - წერს ზედელაშვილი.


გელა ზედელაშვილი


შეგახსენებთ, რომ მმართველმა ძალამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია. ამის შესახებ განცხადება დღეს გავრცელდა:


„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.


გელა სქრინი





2
407
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
407
  
აქვე განმარტება,ვისაც გონიათ რო ეს არის თქვენი გამარჯვება. ჯერ ერთი,ეს არ არის გამარჯვება,რადგან დადსტურდა რო გვმართავენ და არა ვმართავთ,კანონი იმიტო კი არ არის ცუდიო რო შინაარსი ან განსაზღვრული ზომები არის რეპრესიულიო,არამედ 27 ქვეყანა გევეუბნება ცუდია და ცუდიაო. საკუთარი აზრი რო გაგაჩნიათ ეს არ შეიძლება იყოს საამაყო. მეორე,ის რო პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა ასე არ მარტივი არ არის და ნაადრევია ჯერ თქვენი ზეიმი. გაიწვიო რა ელჩია ბლიად? სანამ მეორე მოსმენას ჩანიშნავენ,საკომიტეტო მოსმენებს და მერე სხდომას,ბევრი წყალი ჩაივლის და რა მოხდება არავინ იცის. აგერ ვიდეო გავრცელდა,სადაც გედი ფოფხაძე,მაქარიანი,ვიღაც სამხედრო და ვიღაც ქალი საუბრობენ პარლამენტის აღებაზე,ერთი ჯგუფის გამოყოფაზე,მერე ემოციაზე და მის ჯანზე. სახელმწიფო გადატრიალებაზე მიდის საუბარი,რომელსაც თავისი გამოვლინება ქონდა და დაარბიეს შენობა. სურვილი უნდა მხოლოდ,რა უნდა ამით საქმის შეკერვას და ბევრის ციხეში განწესებას. ჯერ მარტო კონსტიტუციური ორგანოს დარბევა დასჯადია კანონით,ხოლო თუ სახელმწიფო გადატრიალების მუხლს მიუყენებ,კარგი "სროკი" გამოდის.
დიდი იყო ამის შანსი,ძნელია საქართველოსთვის გაუწიოს წინააღმდეგობა შიდა და გარე ძალებს ერთობლივად. ეს კანონი იყო ხალხისთვის,ამიტომაც მოყვა ასეთი ამბავი და ამიტომაც აკრიახდა მთელი ქათამთა იმპერია. ქათამთა იმპერია,რადგან ღიად ომში ვერ ერთვებიან,სხვისი ხელით ცდილობენ რაიმეს მიღწევას. არ მოგესმათ,ეს არის ამერიკის სახე,ვიეტნამშიც ასე იყო,ავღანეთშიც და ახლა უკრაინაში. თუ ასეთი სატანა არის რუსეთი,გამოუცხადე ღია ომი და ებრძოლე,უკრაინის უკან რატო იმალები. ეგ არის მაგ იმპერიის სახე და ამიტომაც რთულია მასთან ბრძოლა.ომის არ იყოს,სახელმწიფო გადატრიალებასაც ფარულად ახორციელებს,თავისი აგენტურის მეშვეობით და მერე ანგელოზის მანტიას იცვავს. ამიტომ საჭირო იყო უკან დახევა,რადგან არ გაეყოთ საქართველო რუსეთ ამერიკას ოფიციალურად,ფორმალურად ისედაც გაყოფილი აქვთ.
ახლა ქოცეთზეც ვთქვათ,თქვენი ბრალია ბევრი რამე,განათლების სისტემა რო მოგეწყოთ კარგი,ამდენი ტვინგარეცხილი ახალგაზრდა არ გავიდოდა გარეთ და არ დაანგრევდა პარლამენტს,კონსტიტუციურ ორგანოს. ადამიანებისთვის აზრის გადაცემაც არ შეგიძლიათ და არც ეს არის საამაყო.
0 1 2