x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ
image


ბოლო დროს, არქეოლოგები მთელს მსოფლიოში, სულ უფრო ხშირად, წარმოუდგენელ ისტორიულ აღმოჩენებს აკეთებენ: რამდენიმე მილიონი წლის ადამიანის ნაკვალევის, გიგანტების ნეშტს, რომლის სიმაღლე 4-5 მ–ია და ასევე, გიგანტურ, პრეისტორიული ნაგებობების ნახვა, დღეს უკვე ყველა კონტინენტზე შეიძლება...

და ამან მეცნიერები, ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქრა — ხომ არ არსებობდა გიგანტების მოწინავე ცივილიზაცია, ჩვენამდე დიდი ხნით ადრე?


image


ამის მტკიცებულებას კი, უპირველეს ყოვლისა — ძველ დროში აღმართული ნაგებობები წარმოადგენს, რომლებიც ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებთან, უბრალოდ, შეუთავსებელია. თუნდაც იგივე გიზის პირამიდები, სფინქსი ან თუნდაც, ბაალბექის ტერასა ლიბანში, რომელიც ისტორიის კიდევ ერთ დიდ საიდუმლოს მალავს.


image


აღნიშნული ტერასა გიგანტური ზომის ქვის ბლოკებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ისე ზუსტად არის შეთავსებული, რომ ბლოკებს შორის, ნემსის შეცურებაც კი შეუძლებელია. მისი II იარუსი 8 მ-ის სიმაღლეზეა განლაგებული და დღევანდელი ტექნიკის გამოყენებით, მსგავსი ნაგებობის აშენება ნამდვილად შეუძლებელია. განსაკუთრებით, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერასის სამხ-დას. კედლის საფუძველს 3 უზარმაზარი მეგაბლოკი წარმოადგენს, რომელსაც დიდი ზომების გამო, «ტრილიტონები» უწოდეს.

თითოეული ბლოკის სიგრძე, საშუალოდ, 21 მ-ია, სიმაღლე – 5 მ. სიგანე – 4 მ და დაახლოებით, 800 ტ. იწონის! მეცნიერების გამოთვლით, ამ ზომის ბლოკის მხოლოდ ადგილიდან დასაძრავად, მინიმუმ, 40 000 ადამიანის ძალისხმევა არის საჭირო. თუ დავუშვებთ, რომ ამ რაოდენობის ადამიანის შეკრება, რომელიმე გავლენიან მეფეს მართლაც შეეძლო, ისინი, ერთდროულად ერთი და იგივე მოქმედების შესრულებას, მაინც ვერ შეძლებდნენ, რადგან ამ რაოდენობის ხალხის მართვა შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ, ვინ და რატომ დააწყო ეს ბლოკები იქ და რატომ? საიდუმლოდ რჩება...

მაგრამ გოლიათებისგან, მხოლოდ დანგრეული ნაგებობები არ დაგვრჩენია, მათი ნაშთები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გვხვდება:

სულ ბოლოს, დიდი რაოდენობით ადამიანის ძვლები კავკასიის მთებში აღმოაჩინეს და ნაპოვნი ჩონჩხების სიგრძე 4 მეტრს აღწევდა.


image


ბოლო დროს, გახშირდა უძველეს ქანებში, გიგანტური ნაკვალევის აღმოჩენის შემთხვევებიც, რომლის ასაკი რამდენიმე ათეული წლიდან — ასეულ მილიონ წლამდე მერყეობს. მაგ., ტანზანიაში აღმოჩენილია ფეხის ნაკვალევი, რომლის სიგრძე 80 სმ.



image

ხოლო, ნევადას შტატში (აშშ) აღმოჩენილი ნაკვალევის სიგრძე 50 სმ–ია. ქანების ასაკი კი, რომელზეც ის ნახეს, დაახლოებით, 210–250 მლნ. წელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაკვალევს შორის დაშორება, თითქმის 2 მ–ს შეადგენს. კიდევ უფრო გასაკვირი იყო, ადამიანის ფეხის აღმოჩენა 500 – 600 მლნ. წლის ქანებში, ტრილობიტების განამარხებულ ნაშთებთან ერთად.


image


გამოდის, რომ ადამიანები ამ პლანეტაზე, დინოზავრებამდე და მათთან ერთად ცხოვრობდნენ და ამ უკანასკნელის მტკიცებულებად, 1969 წელს აღმოჩენილი ნაკვალევი გამოდგება. მდ. პალუქსის კალაპოტში (ტეხასის შტატი, აშშ) აღმოაჩინეს ადამიანის ფეხის კვალი და მის სიახლოვეს, იგივე გეოლოგიური ასაკის, მეორე კვალიც ნახეს, მაგრამ არა ადამიანის, — დინოზავრის! ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში ის არის, რომ ქანის ასაკი, რომელზეც ეს ორი კვალია აღბეჭდილი, 100 მლნ. წელს აღემატებოდა.


image


მაგრამ როდის და რატომ გაქრა ეს ცივილიზაცია — უცნობია.


P. S. მსგავსი აღმოჩენა, წინა საუკუნეებშიც, არაერთი იყო. მაგ., 1930 წ. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის სარჩელს იხილავდა, რომლის მიხედვით, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს, XX ს. დასაწყისში, ათობით ათასი ადამიანის ჩონჩხის განადგურებაში ედებოდა ბრალი. როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, ჩონჩხების სიმაღლე, საშუალოდ, 3– 6 მ. იყო.

მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ პროცესი მხოლოდ იმის გამო იყო წამოწყებული, რომ 168 წლის ინსტიტუტისთვის რეპუტაცია შეელახათ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მათივე საცავიდან, ჩონჩხების განადგურების წინ, მოპარული, 130 სმ. სიგრძის ფეხის ძვალი წარმოადგინეს, სასამართლომ მოპასუხე მხარეს ძვლების განადგურების დოკუმენტის გამოქვეყნება დაავალდებულა.

ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძვლების განადგურების ბრძანება მაღალი დონის ადმინისტრაციიდან მოდიოდა, რათა დარვინის ევოლუციური თეორია დაეცვათ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* არასდროს ეკამათოთ "ვირს" – როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს

* რატომ ჰქვია ჰოთ-დოგს ("ცხელი ძაღლი") ასე? – 10 საინტერესო ფაქტი სწრაფი კვების შესახებ

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* მამაკაცები კაბებში – 7 ქვეყანა, სადაც მამაკაცი კაბას ატარებს და ეს არავის უკვირს

* ”ისინი გატყუებენ!” – NASA-ს კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელმა თქვა, რას გვიმალავენ მარსის შესახებ

* 15 ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში



1
1381
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1381
  
2023, 14 მარტი, 22:47
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1