x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ცრუ ხართ, ქალბატონო სალომე და ცრუა მთელი თქვენი ისტერიკები..." - რას წერს გია გაბრიჭიძე
გია გაბრიჭიძე


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ოპოზიციონერ სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით სიციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„ცრუ ხართ თქვენ, ქალბატონო სალომე.


სიტყვა „ცრუ" გაცილებით უფრო ამაზრზენია, ვიდრე „მატყუარა".



აი, თქვენ ზუსტადაც, რომ ცრუ ხართ, რადგანაც ამბროსი ხელაიას სურათი დაიხატეთ მაისურზე და მონაწილე ხართ იმ შიშის და წუხილის, რაც იმ უდიდეს პიროვნებას სტკიოდა - თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! (1922 წელი. კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი).


ცრუ ხართ, ქალბატონო სალომე.


ცრუ, რადგანაც მარჯვენა ხელით ამბროსი ხელაიას ფოტოს დახატვის ფული გადაიხადეთ და მარცხენა ხელით საპატრიარქოს კედელზე სტენსილი დახატეთ.


ცრუ ხართ, რადგანაც მეზვერესთან მიხვედით და „მამა რუსუდანი" აღიარეთ.


ცრუ ხართ, ქალბატონო სალომე და ცრუა მთელი თქვენი ისტერიკები, რასაც აწყობთ.


ცრუ ხართ და სამწუხაროდ, ასე ცრუ დარჩებით მანამ, სანამ ისტორიის სანაგვეზე არ აღმოჩნდებით", - წერს გია გაბრიჭიძე.


გია გაბრიჭიძე სქრინი


სალომე სამადაშვილი







1
208
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
208
  
2023, 7 მარტი, 23:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1