x
11 უცნაური ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ
11 უცნაური ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ


1. სიტყვა “პირამიდა” მოდის ძველი ბერძნული სიტყვიდან “პირამის” რაც “ხორბლის ნამცხვარს” ნიშნავს. ძველი ბერძნები პირამიდებს წვეტიანი ბოლოთი ხორბლის პურს ამსგავსებდნენ.

2. ძვ.წ.აღ. 4241 წელს, როდესას სირიუსი მზეს გაუსწორდა, დაიწყო 365 დღით შემდგარი ძველი ეგვიპტური კალენდრის ათვლა.

3.ყველაზე დიდი პირამიდა მექსიკაშია, და არა ეგვიპტეში. მართალია, ის ხეოფსის პირამიდის მხოლოდ 40% სიმაღლისაა, მაგრამ 3.4-ჯერ მეტ ფართობს ფარავს.


4.ხეოფსის პირამიდაში არის ღრმულები. ისინი ამოვსებული ქვიშით, რომელიც სპეციალურად ეგვიპტის სხვა ნაწილიდან მოიტანეს.

5.ფარაონი ეხნატონი იყო პირველი მონოთეისტი. ის მხოლოდ ღმერთ ატონისთვის ლოცულობდა.

6.ეგვიპტელები მიიჩნევდნენ, რომ დედამიწა იყო ბრტყელი, მრგვალი და ნილოსი პირდაპირ მის შუაგულში მიედინებოდა.

7.ძველ ეგვიპტეში ბავშვებს თავს პარსავდნენ და თმის მხოლოდ ერთ ზოლს უტოვებდნენ. სავარაუდოდ, ამით მათ რწყილებისგან იცავდნენ.

8.ღარიბი ეგვიპტელები გაშლილი თმით ან შეკრული კუდით დადიოდნენ.

9.კლეოპატრა, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, არა ეგვიპტელი, როგორც ბევრი მიიჩნევს, არამედ ბერძენი იყო.

10.როცა ეგვიპტელს კატა უკვდებოდა, ის გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდა.

11.ძველ ეგვიპტელებს ქვის ბალიშებზე ეძინათ.


0
207
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0