x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრაინელმა ჩოგბურთელმა რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა WTA-ს ფინალში გამარჯვების შემდეგ
image

უკრაინელმა ჩოგბურთელმა მარტა კოსტიუკმა წუხელ WTA-ს ფინალში გამარჯვების შემდეგ რუს მეტოქეს ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა, გამარჯვება კი მიუძღვნა იმათ, ვინც სამშობლოსთვის „იბრძვის და იღუპება“.


20 წლის კიეველმა გოგონამ კორტზე ატირდა მას შემდეგ, რაც ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ATX Open-ის ფინალში ვარვარა გრაჩევა 6-3, 7-5 დაამარცხა .

გამარჯვების შემდეგ ტირილით მიცემულ ინტერვიუში კოსტიუკმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისთვის ამ ტიტულის მოგება." მინდა ეს ტიტული მივუძღვნა უკრაინას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა იბრძვის და კვდება“.


image

ჩვეულებისამებრ, მან თამაშის დასრულების შემდეგ 22 წლის რუს მეტოქეს ვარვარა გრაჩევას ხელი არ ჩამოართვა. კადრებში ჩანს, რომ ის გამომწვევად უგულებელყოფს ქალბატონ გრაჩევას, მან გვერდზე ჩაურბინა და გაემართა გულშემატკივრებთან ტრიბუნისკენ, რათა ერთად აღენიშნათ გამარჯვება.


image

ქალბატონმა კოსტიუკმა ადრე ღიად ისაუბრა რუსეთის მის სამშობლოში შეჭრაზე და ამასთან დაკავშირებით საჩოგბურთო სამყაროს რეაქციაზე, მან აღნიშნა რომ ომის საწინააღმდეგო ბანალურობა საკმარისი არ არის.


3
385
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
385
  
2023, 9 მარტი, 23:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 7 მარტი, 23:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ხელის ჩამორთმევა არის პირველი ზრდილობის აღმნიშვნელი და მერე მეტოქის,ტურნირის,გულშემატკივრების პატივისცემა. ზრდილობას აღზრდა სჭირდება და ეს ჩემი საქმე არ არის,მისმა მშობლებმა იდარდონ. რაც შეეხება პატივისცემას,მტერსაც უნდა სცე პატივი,მით უფრო რო ამ რუს გოგონას არანაირი ბრალი არ მიუძღვის ომის დაწყებაში. რუსი ხომ მტერია და ნახეთ მერაბ დვალიშვილის კომენტარი პიოტრ იანზე? იმას ხომ ვერ იტყვით,რომ რუსეტუმეა მერაბი და როგორც ღირსეულად პასუხობს,არანაირი ბინძური საუბარი. როცა სულ ახსენებს იმას,რომ რუსეთი ოკუპანტია და უკრაინაში რუსეთი სჩადის დანაშაულს. მტერსაც პატივი რო სცე ღირსება სჭირდება და უკრაინელებს ვინ მისცათ ღირსება. მალინოვსკი არის ესეთი ფეხბურთელი და გადაეხვია რუს ფეხბურთელს გოლოვინს,ისეთი რისხვა დაატეხეს თავს,რომ ბოდიში მოახდევინეს. უკრაინას ერთ ადგილას სარი გაუყრია,ჩვენზედ ვთქვათ,ვინც ამ ქცევას ტაში დაუკრა საქართველოში,თორნიკ ერისთავი უნდა დაახიო თავზე. ეს ნაწარმოები აკაკი წერეთელმა დაწერა და იმედი მაქვს,რომ აკაკისაც რუსეთუმეს არ დაუძახებთ. ყველა დროში დეხავდა ნაციზმი და განსაკუთრებით ამ საუკუნეში.
0 1 3