x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰულის ტომი- საინტერესო ფაქტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცივილიზაციას მოწყვეტილ ტომზე

იმ დროს, როდესაც ტურისტები კოსმოსში დაფრინავენ ექსკურსიაზე, პაპუა-ახალ გვინეაში ცხოვრობენ ტომები, რომლებიც ჯერ კიდევ იცავენ პრიმიტიულ პრინციპებს. ერთ-ერთი მათგანია ჰულის ტომი, რომელიც რიცხოვნობით ყველაზე დიდია ქვეყანაში.image

ჰულის ტომი მეცნიერებმა შედარებით ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ეს მოხდა 1935 წელს. აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი უკვე 1000 წელია ცხოვრობს პაპუა-ახალ გვინეაში და მათ აქვთ საკუთარი ტრადიციები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაცული.

ტრადიციულად, ტომს აქვს პატრიარქალური სისტემა. ადგილობრივ მამაკაცებს შეუძლიათ ჰყავდეთ რამდენიმე ცოლი, ხოლო ქალებთან ერთად ცხოვრობენ დიდ სახლებში, სხვადასხვა ოთახებში. ითვლება, რომ ქალებს საშიშროება მოაქვთ და, მთელი ტომის დასაცავად, რეგულარულად უნდა გაიღონ მსხვერპლი.

ტომის ხალხს ტანსაცმელი დიდად არ აინტერესებს. ქალებს ბალახისგან შეკერილი კალთები აცვიათ, მამაკაცები კი მამაკაცურობის დასაცავად, გოგრისგან დამზადებულ გარსაცმს იკეთებენ.image

ჰულის ტომს თავისი ჩვეულებები აქვს. ეს გამოიხატება მამაკაცების გარეგნობაში, ისინი სახეს იღებავენ კაშკაშა ფერებით და ატარებენ საკუთარი თმისგან დამზადებულ პარიკებს. ხშირად ამ პარიკებს ამშვენებს ასევე ფერადი ბუმბული, ნიჟარები, კენჭები, ცხოველებისა და ფრინველების თავის ქალა.

პარიკის მისაღებად მამაკაცი თმას რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდის. სასურველი სიგრძის მიღების შემდეგ ის სპეციალურ სოფელში მიდის თმის შესაჭრელად. მიღებული ნედლეული გამოიყენება პარიკის დასამზადებლად. მას შემდეგ, რაც მამაკაცი 2-3 ასეთ პარიკს დააგროვებს, მას შეუძლია აირჩიოს ცოლი. დაქორწინების შემდეგ, მამაკაცი ატარებს თავის პარიკებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.image
ჰულის ტომის წარმომადგენლები საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან. მიუხედავად მათი შეღებილი სხეულისა და საკმაოდ საშიში გარეგნობისა, ისინი იშვიათად იწვევენ კონფლიქტს. პაპუა-ახალ გვინეაში ჩასულ ტურისტებს სთავაზობენ ექსკურსიას ტომში, რათა გაეცნონ ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ტომის ცხოვრებას.



0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0