x
image
მარიამმ პაიჭაძე
„შენი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელის, ავტორიტეტის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ! უნდა გეუხერხულებოდეს..." - რას წერს ზურაბ ქადაგიძე შოთა არველაძეზე
ზურაბ ქადაგიძე შოთა არველაძე



„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ვეტერანი ფეხბურთელის შოთა არველაძის განცხადებას „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანზე, რუსულ ნარატივში გაიყვანე შენცო, ვინც არ უნდა გთხოვოს და ვინც არ უნდა დაგაჯეროს, მაინც არ უნდა გააკეთო ადამიანმა.


უნდა მიხვდე, რომ შენი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელის, ავტორიტეტის ძალიან ბინძურად გამოყენებას ცდილობენ!



და ცოტა მაინც უნდა გეუხერხულებოდეს, რომ დადებისთანავე, პირველივე წამებიდან „ნაცების" ყველა ჯგუფში ვარდება შენი პოსტი დასალაიქებლად და გასაშეარებლად! პირველივე წამებიდან! რაც ნიშნავს, რომ შეთანხმებული პოსტია, იციან წინასწარ, რა და როდის უნდა დადო…


უსამშობლო ხალხის და ეკლესიის მაგინებლების მხარდაჭერაც არ არის კარგი საქციელი შენი მხრიდან!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.


შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის მიღებას არ ემხრობა. მისი განცხადებით, არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც განსხვავებული აზრისა და საქმიანობის გამო ადამიანების რეპრესიების იარაღად შეიძლება იქცეს.


„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.


თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.


რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - წერს შოთა არველაძე.

ზურაბ ქადაგიიძე ქსრინი

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0