კინო კინო ლაფსუსები, რომლებიც გადამღებმა ჯგუფმა ვერ შეამჩნია, სამაგიეროდ არ გამორჩათ კინომოყვარულებს 2023, 6 მარტი, 15:06 ბევრ კინომოყვარულს, გარდა იმისა, რომ დიდ ცოდნით გამოირჩევიან ხელოვნების ამ დარგში, ასევე გამომუშავებული აქვს დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ისინი ადვილად ამჩნევენ ისეთ დეტალებს, რომელიც ყველაზე გამოცდილი რეჟისორებსაც კი გამოეპარებათ ხოლმე.
ქვემოთ სწორედ ამგვარ ლაფსუსებს იხილავთ ფილმებიდან და სერიალებიდან. ფილმში "სიამაყე და ცრურწმენა", რომლის მოქმედება ვითარდება 1797 წელს, ელიზაბეტი ვერაფრით აღფრთოვანდებოდა რაფაელ მონტის ქანდაკებით, რადგან მან "ვესტალკი" მოგვიანებით, 1847 წელს გამოძერწა. სერიალ "ჭორიკანას" ერთ -ერთ სერიაში, ბლეიკ ლიავლის დაავიწყდა შარვლის გახდა, რომლითაც დასეირნობდა ფილმების გადაღებებს შორის. შედეგად, ეს კადრები შემთხვევით სერიალში მოხვდა. კომედიურ მელოდრამაში, "იქორწინე ჩემზე" ჯენიფერ ლოპესის გმირი სარგებლობს სპა -პროცედურით, რა დროსაც საბნის ფერი ყოველ ნახევარ წუთში იცვლება. კინომოყვარულებმა შეამჩნიეს, რომ სერიალ "ემილი პარიზში" კადრში მოხვდა ლილი კოლინზის ნაცვლად დუბლიორის ფეხი. ფილმში „თორი: რაგნაროკი“ ორთაბრძოლის დროს ჰეიმდალი იძრობს ლაბადას და ხიდიდან ვარდება, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ლაბადა ისევ აქვს მოსხმული. "მულენ რუჟში" ნიკოლ კიდმანის გმირი მარჯვენა ხელიდან იძრობს გრძელ ხელთათმანს, თუმცა შემდეგ კადრში პირუკუ ჩანს, მარჯვენაზე კი, ხოლო მარცხენა ხელზე არ უკეთია ხელთათმანი. სერიალში " ბრიჯერტონი" ყვითლად დახაზული გზა ჩანს. "ექვსეული მოჩვენებაში" დევნის დროს, ფილმის გმირების მანქანა სატვირთოს გვერდს გაჰკრავს, რა დროსაც ძვრება გვერდითი სარკე, თუმცა შემდგომ კადრში, სარკე ისევ ადგილზეა და ავტომობილსაც ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს. ფილმში "უსახელო ნაბიჭვრები " ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ ფელდფებელის სამკერდე ნიშანი უცებ ქრება. "რკინის კაცში" ტონის ჭიქა თავდაყირა უდგას, წამის შემდეგ ის უკვე ამ ჭიქიდან სვამს . სერია "მერლინი": სცენა, როდესაც ციხესიმაგრეში რაინდები იკრიბებიან. არტური აპირებს მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, ამ დროს ერთ - ერთ რაინდს პლასტმასის ბოთლი უდგას წინ. გასაოცარია, რომ ეს შეცდომა შეამჩნია მაყურებელმა და არა გადამღებმა ჯგუფმა. 1052 4-ს მოსწონს
|