x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
შსს-მ დააჯილდოვა ძაღლი 'ტინტო', რომელმაც თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი გადაარჩინა


image

მაშველი ძაღლი 'ტინტო'


ძაღლი სახელად 'ტინტო' შსს-მ სამსახურებრივი ჟეტონით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ 4 მარტს გამოაქვეყნა.


„ტინტო“ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი.


სამინისტროს ინფორმაციით სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა.


'საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს' - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


'ტინტოს' ჟეტონს ქართულად აწერია "სიცოცხლის გადარჩენისთვის". მან 9 თებერვალს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი ადამიანი იპოვა.

image

image


image

image

image



image

'ტინტო' თურქეთში სამძებრო სამუშაოების დროს








0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0