x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ქოცებმა" რომ გაიგონ...... ძაან შოკი ექნებათ?“- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ე.წ. "აგენტების" კანონპროექტებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"ნეტა ქოცებმა რომ გაიგონ წარსულში საზიზღარი ევროპა–ამერიკების გრანტებით რამდენი პირი სახლკარი აქვს ნაყიდი ერთ დარბაისელ, ამჟამად გამოქოცებულ ქალს, ძაან კულტურული შოკი ექნებათ?"- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ხალხის ძალა" პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.


მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული, თუმცა როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონი არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზეა დაფუძნებული.


ზემოაღნიშნული კანონპროექტების განხილვა დიდი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა, მანამდე კი, ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვას სხდომაზე, ისევე როგორც პარლამენტის დერეფანში ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.





0
177
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
177