სხვა ვინ არის ძებნილი, რომელიც კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული იტალიაში დააკავეს? 2023, 4 მარტი, 14:43
რომის საერთაშორისო საპოლიციო სამსახურის და ბერძენ სამართალდამცავების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად 10 წლის ძებნილი ქართველი კრიმინალი იქნა აყვანილი.
ხუთშაბათს, 2 მარტს, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ევროპული ორდერის საფუძველზე დააკავეს 38 წლის ქართველი ირაკლი ნარიმანიძე, რომელიც მას 2012 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის. მამაკაცის იდენტიფიცირება მოხდა საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართული იყო თბილისიდან კაპოდიჩინოს აეროპორტის მიმართულებით არალეგალურ მიგრანტებთან საბრძოლველად, წერს იტალიური გამოცემა IL MATTINO. 38 წლის ირაკლი ნარიმანიძე, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. იტალიის პოლიცია, მას სავარაუდოდ საბერძნეთს რამდენიმე დღეში გადასცემს. რუსთავი -2-ის ინფორმაციით, ნარიმანიძის ეს ფოტო დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისი-ნეაპოლის ავიარეისზეა გადაღებული. ძებნილს დაგეგმილი ჰქონდა 3 მარტს, ნეაპოლში "ნაპოლი"-"ლაციოს" მატჩზე დასწრება და რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას ლაივში ნახვა. შეგახსენებთ, სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე ნეაპოლური გუნდის 7-მატჩიანი მოგებათა სერია. 144 2-ს მოსწონს
|