x
 ზურა მხეიძე -ფსიქოლოგიური განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის

 ზურა მხეიძე -ფსიქოლოგიური განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის


ფსიქოლოგიური განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის – რა თქმა უნდა, არის და მუდმივად იქნება. არ ვსაუბრობთ უფლებების კონტექსტში, აქ საუბარია ფსიქოლოგიურ სხვაობებზე, რომელიც დამყარებულია ბიოლოგიურ განსხვავებულობაზე. ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის საჭიროა ამ განსხვავებულობების გაგება და გააზრება. გაუგებრობები სქესებს შორის ზუსტად იქედან გამომდინარეა, რომ, ხშირად, ათვლითი წერტილებია განსხვავებული. ქალი ბუნებით კონსერვატორია, ეს მისი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს. მან ბავშვი უნდა გააჩინოს, რომელსაც ყურადღება და მოვლა სჭირდება. ასე რომ, მას ინსტინქტში აქვს სტაბილურობის განცდა და მისი შენარჩუნების სურვილი. ქალი, ბავშვთან განსაკუთრებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცდილობს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. მას აქვს მრავალი საფრთხის ერთდროული აღქმის უნარი. ამერიკაშიც კი, სადაც ურთიერთობის პრობლემა ნაკლებად არის, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები პარტნიორებად იმ კაცებს ირჩევენ, რომლებიც სანდო არიან. ხანმოკლე ურთიერთობისთვის შესაძლებელია აარჩიონ ის, ვინც მიმზიდველია, მაგრამ თუკი საუბარია ქორწინებაზე, ეს პარამეტრი არ მუშაობს. მუშაობს, თუ რამდენად სანდო და სტაბილური ურთიერთობა ექნება არჩეულ პარტნიორთან. როდესაც ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, ვგულისხმობთ ძირითად რაოდენობას. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველგან არის. ქალს შეუძლია სწრაფად ყურადღების გადანაცვლება, ჩვენ გვგონია ხოლმე, რომ პარალელურ რეჟიმში აკეთებს სხვადასხვა საქმეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეს გამორიცხულია, ეს არის სწრაფი გადანაცვლების უნარი. რაც კაცისთვის წარმოუდგენელი პროცესია.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0