x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გმირი მშობლები:12 წელიწადში 12 შვილი
image

კორტნი როჯერსმა, 38 წლის სუპერდედამ ნიუ მექსიკიდან, მეუღლე კრისთან ერთად, 12 წელიწადში 12 შვილი გააჩინა. უმცროსი შვილი 2022 წლის 7 მარტს დაიბადა. ოჯახი ფერმაში ცხოვრობს, თითქმის მთლიანად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული და თავს შესანიშნავად გრძნობს!



კორტნი და კრისი ნიუ- მექსიკოს ფერმერები არიან, რომლებმაც გასულ წელს მე-12 შვილი შეეძინათ.

ქორწინების 12 წლის განმავლობაში მათ ოჯახში 12 შვილი შეეძინათ.



image

როდესაც კორტნიმ და კრისმა გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა, მათ არც უფიქრიათ ამდენი შვილს გააჩნდნენ.

მაგრამ ახლა სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

image

წყვილის უფროსი ვაჟი კლინტი 2010 წლის 30 მარტს დაიბადა.


„კლინტი 3 კვირით ადრე დაიბადა, სანამ 26 წლის გავხდებოდი, მაგრამ მაშინ არ მეგონა, რომ მეტი შვილი მეყოლებოდა. მე მეგონა, რომ ძალიან ასაკიანი ვიყავი ამისთვის და არ მეგონა, რომ ისინი ასე სწრაფად გაჩნდებოდნენ, მით უმეტეს, რომ მე ტყუპებიც გავაჩინე. მოგვიანებით გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმუმ 10 შვილი გვეყოლებოდა, მაგრამ თავს მაინც ახალგაზრდად და ჯანმრთელად ვგრძნობდი, ამიტომ რიცხვი 12-მდე გავზარდეთ“, - თქვა კორტნიმ.


image

კორტნი და კრისი ამჟამად ზრდიან(მშობლებივით ყველა შვილის სახელი ასო "კ"-ზე იწყება) 12 წლის კლინტს, 10 წლის კლინს, 9 წლის კეიდს, 8 წლის კელის, 7 წლის კეშს, 6 წლის ტყუპებს კოლტს და კეისს, 4 წლის კალენს, 3 წლის კედის, 2 წლის კორალს, ერთი წლის კერისს და პატარა კამბრიას.

„საოცარია, რომ თავიდან მხოლოდ ბიჭები გვყავდა, შემდეგ კი ზედიზედ ხუთი გოგო, ასე რომ, ყველაფერი ერთგვარად დალაგდა“, - თქვა კორტნიმ.

ბავშვები ფერმაში იზრდებიან და სახლიდან სწავლობენ.

image

როჯერსის ოჯახში დღე დილის 8 საათზე საუზმით იწყება, რომელსაც მოყვება მათემატიკისა და ხატვის გაკვეთილები. დაახლოებით შუადღის 12 საათზე ოჯახი სადილობს, რის შემდეგაც კორტნი ბავშვებს აძინებს. დღის მეორე ნახევარში ბავშვები ასრულებენ საშინაო დავალებას, სწავლობენ ენებს, ხატავენ, კითხულობენ და ხანდახან Zoom-ით ფორტეპიანოს სწავლობენ.

image

ვახშამი იწყება 17:00 საათზე. ოჯახი საუზმეზე ყოველდღიურად ჭამს 24 კვერცხს და მთელ ყუთ სიმინდის ბურბუშელას.

image

ბავშვების სწავლების გარდა, კორტნი ასევე სახლს ალაგებს და ბავშვებს საღამოს 8:30 საათზე აძინებს, ხოლო კრისი მუშაობს ეკლესიაში, ფერმაში და ასევე სახლებში რემონტებს აკეთებს.

1
137
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
137
  
2023, 3 მარტი, 22:39
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1