x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ეს ქალი არის დამნაშავე და უნდა დაისაჯოს! სასწრაფოდ!" - რას წერს ხათუნა ხოფერია
ხათუნა ხოფერია


ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„იმპიჩმენტი, სასწრაფოდ!


ამან უკვე თავზე გა….ვა!



სალომე ზურაბიშვილი უნდა დაისაჯოს საქართველოს კონსტიტუციის ნორმების არასწორი ფორმულირებისა და საკუთარი და უცხო ქვეყნების ინტერესებისათვის გამოყენებისთვის!


არავის აქვს უფლება, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი კანონი, კონსტიტუცია აიფაროს ლეღვის ფოთოლივით!


რას ნიშნავს გამოიყენოს ყველა ზომები?…


რას ნიშნავს ეს?


ანუ, სახელმწიფო ინტერესები, ტერიტორიები, თავისუფლება, სუვერენიტეტი, ყველაფერი უნდა დავთმოთ ინტეგრაციისთვის?…


ეს ქალი არის დამნაშავე საქართველოს სახელმწიფოს წინაშე!


ჩვენი ერის და ბერის წინაშე!


ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობის წინაშე!


დაიწყოს იმპიჩმენტი ამ სირცხვილის ჩამოსაწმენდად!


სასწრაფოდ!


აი, რას ბოდიალობს ეს შემოგზავნილი მტერი:


„საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.


ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.


ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.


ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას" - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი", - წერს ხათუნა ხოფერია.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვის პარალელურად განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება, თუმცა, არ აკონკრეტებს, რომელ დეპუტატს გულისხმობს.



„ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.


ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.


ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.



ხათუნა სქრინი





0
495
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0