x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ უხდიდა სიკვდილმისჯილი ნებაყოფლობით ჯალათს ფულს?
image

შუა საუკუნეებში და უფრო მოგვიანებითაც არსებობდა ჯალათისთვის „საჩუქრების“ მიცემის ტრადიცია. სიკვდილმისჯილები ან მათი ნათესავები სასამართლოს გადაწყვეტილების აღმსრულებელ პირს ხშირად უხდიდნენ ფულს ან აძლევდნენ სხვა მატერიალურ საჩუქრებს. არ გეგონოთ, რომ ეს კეთდებოდა სიკვდილით დასჯის თავიდან აცილების იმედით, მით უმეტეს, რომ ჯალათს არ ჰქონდა რაიმე იურიდიული უფლებამოსილება. მიზეზი სულ სხვა რამ იყო.


სასიკვდილო განაჩენის აღმსრულებელი პირები უძველესი დროიდან არსებობდნენ. მაგალითად, ძველი გერმანულ ტომებში, თემის წევრების აზრით, მომჩივანს თავად უნდა დაესაჯა დამნაშავე. ძველ რომში მოქალაქეების მიმართ სასიკვდილო განაჩენს ლიქტორები ასრულებდნენ.


როგორც ირკვევა, "კლასიკური" ჯალათები უკვე არსებობდნენ ძველ ეგვიპტეში. თუმცა იყო გამონაკლისებიც. მაგალითად, საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებში ფართოდ იყო გავრცელებული მსჯავრდებულის სიკვდილის დასჯა სუიციდის გზით-ისინი საკუთარი ხელით სვამდნენ შხამს .



"კლასიკური" ჯალათი გაჩნდა შუა საუკუნეების ბოლოს. დაახლოებით XIV-XV საუკუნეებში. ევროპის სხვადასხვა კუთხეში ჯალათების მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული იყო. როგორც წესი, ეს სამუშაო არაპრესტიჟულად და ბინძურ ითვლებოდა. მაგალითად თუ ჯალათი იყო მუნიციპალური თანამშრომელი და საკრებულოდან იღებდა ხელფასს, ან რომელიმე ლორდის „ხელფასზე“ იჯდა.


პარალელურად არსებობდა „სამეფო ჯალათის“ თანამდებობა. იგი, მუნიციპალურისგან განსხვავებით, არათუ მდაბიოდ ითვლებოდა, არამედ საპატიოც კი იყო! ჯალათები კარგ ფულს გამოიმუშავებდნენ. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ჯალათებს მსჯავრდებულის მეგობრები ან ნათესავები ფულს უხდიდნენ. თანამედროვე თვალსაზრისით, აქ იყო იყო კორუფციის ელემენტები. მაგრამ რისთვის აძლევდნენ ფულს? ჯალათი ხომ უდიდესი ქრთამის ფასადაც კი ვერ გაუშვებდა სიკვდილმისჯილს?


დიახ, ჯალათს მსჯავრდებულის გადარჩენა არ შეძლო. სამაგიეროდ მის ხელში იყო, როგორ მოკვდებოდა მსჯავრდებული. ფაქტია, რომ შუა საუკუნეებში არც თუ იშვიათად სიკვდილით დასჯა შეიცავდა წამების ელემენტებს. დახელოვნებულმა ჯალათმა კარგად იცოდა, რომ ხელის უყურადღებო მოძრაობა საკმარისი იქნებოდა ადამიანის წამებით სიკვდილისთვის. თუმცა, რადგან არავის სურდა ტანჯვით სიკვდილი, „კორუფციის ელემენტი“ ამოქმედდა. მაგალითად, დახელოვნებულ ჯალათს შეეძლო მსხვერპლისთვის 22 -ჯერ დაერტყა ნაჯახი, ან სულაც 2-ჯერ და თუ მოინდომებდა, ჯალათს შეეძლო ერთ დარტყმით თავის მოკვეთა, ამიტომ თავად მსჯავრდებული ან მისი ნათესავები ცდილობდნენ, რომ უკანასკნელი სააქაო წამები მაინც არ ყოფილიყო მისთვის მტანჯველი, ამიტომაც ჯალათს ან ფულს უხდიდნენ, ან საჩუქარს აძლევდნენ.

0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0