კახეთი ღვაწლმოსილი მშენებელ-ინჟინრის ემიგრაციის რთული გზა 2023, 1 მარტი, 23:52 ჩვენი ქალაქის განვითარება და განაშენიანება ძირითადად 60-იან წლებში გააქტიურდა, სწორედ მაშინ აიგო მრავალსართულიანი კორპუსები და სკოლები. დედოფლისწყაროში ბევრისთვის საინტერესო იქნება, ვის მიერ აგებულ შენობებში გვიწევს სწავლა, მუშაობა, თუ ცხოვრება. დღეს ერთ-ერთ მშენებელ-ინჟინერზე გიამბობთ, რომელიც წითელწყაროს რაიონში ბევრ მშენებლობას ხელმძღვანელობდა, ქალაქსა და სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი დანიშნულების შენობა ააგო და შექებაც ბევრჯერ დაიმსახურა. 27 წელი ემიგრაციაშივახტანგ მელიქიშვილი დაიბადა 1954 წლის 22 ივლისს, წარჩინებით დაამთავრა სოფელ ზემო ქედის სკოლა და შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. ინსტიტუტიდან განაწილებით მმკ#15-ის ინჟინრად წითელწყაროში გააგზავნეს. აშენებული აქვს ზემო ქედის, არხილოსკალოს, ელდრის სკოლის შენობები. ასევე მრავალბინიანი კორპუსები ქალაქ დედოფლისწყაროში. მას დიდი წვლილი მიუძღვის წითელწყაროს განაშენიანებაში. მის მიერ აგებულ შენობებში მრავალი თაობა გაიზარდა. ნაყოფიერი მუშაობისთვის სამსახურმა ვახტანგ მელიქიშვილს ახალი ავტომობილი ჯილდოს სახით ორჯერ გადასცა. მისი მეუღლე იზოლდი მენთეშაშვილი წითელწყაროს პირველ საბავშვო ბაღში 20 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბავშვთა აღზრდის საქმეს. ჰყავთ ორი შვილი: გოგი და თეა, ორივემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. სამი შვილიშვილი: მარიამ-იზაბელა; ეთიკო და ნუგზარი. 1996 წელს ქვეყანაში შექმნილმა გაუსაძლისმა მდგომარეობამ და რთულმა პირობებმა აიძულა ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო. საბერძნეთში გაემგზავრნენ. ამბობს, რომ 27 წლის განმავლობაში იქ მუშაობს და საბერძნეთმა დიდი სითბოთი მიიღო. იქ დაიბადა მისი შვილიშვილი მარიამ-იზაბელა მელიქიშვილი, რომლებიც საქართველოში მშობლიურ ფესვებს დაბრუნდა და სამშობლო არ დაკარგა. 152 შეფასება არ არის
|