ვარსკვლავები ჰონგ-კონგელი მოდელის დანაწევრებული ცხედარი მაცივარში იპოვეს 2023, 1 მარტი, 14:42 ![]() ები ჩოი, რომელიც გასული თვის ბოლოს დიზაინერ ელი სააბის ჩვენებაზე გამოდიოდა მოულოდნელად, გაუჩინარდა. ორი დღის შემდეგ, მისი კიდურები იპოვეს ჰონგ-კონგში ნაქირავებ სახლის მაცივარში, ხორცსაკეპ მანქანასთან, ელექტრო ხერხთან და ჩანთასთან ერთად, რომელიც ეკუთვნოდა ჩოის., დანაწევრებული გვამის ნაშთები კიდევ ორ ქილაში აღმოაჩინეს. ![]() ადამიანის ნაშთები გაიგზავნა სასამართლო ექსპერტიზაზე, 26 თებერვალს დადასტურდა, რომ ის ები ჩოის ეკუთვნოდა. ერთ-ერთი გამომძიებლის თქმით, თავის ქალას უკანა მხარეს პატარა ხვრელი იყო, რაც განზრახ მკვლელობაზე მიუთითებს. ამის შემდეგ პოლიციამ დაუყონებლივ აბის ყოფილი ქმარი, კრის ტამა ძებნაში გამოაცხადა, მაგრამ ამ დროისთვის მან გაუჩინარება მოასწრო . ![]() ![]() ჩოის, წარმატებულ მოდელს და ინფლუენზერს, რომელსაც ინსტაგრამზე 100 000 გამომწერი ჰყავს, ორი შვილი დარჩა. ახლა ბავშვებს ჩოის დედა უვლის. ![]() 469 2-ს მოსწონს
|