x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
" - ვუთხარი რომ ბებიაჩემს მთელი ცხოვრება შენ უყვარხართქო..."

image

- სად დაკრიფე ლუკაია ამდენი ბალი? ქურდობა არ გქონდეს ნაკადრები თუარა ხო იცი, გაგაბრტყელებ დარისპანის ლავაშივით!

- გეკადრება?! ალიოშასთან.

- შენი ალიოშაა, ამხელა კაცი?! მოგცა ნება თუ?! ჩიტიც ვერ ჩაფრენილა მაგის ეზოში, ციხე-გალავანივით აქვს მზერა. იმ ბლებს ისე ევლება გეგონება დედოფალი ეჯდეს ტახტზე. რანაირად მოახერხე?

- როგორც კი ჩევედი, ჩრდილიდან დამიძახა ბალისთვის ხარ მოსულიო?! არა, სხვა საქმისთვისთქო - მივუგე. მოიწიეო, მივიწიე. ისე კი მითხრა რა საქმე უნდა ჰქონდეს 80 წლის ბებერთან 10 წლის ბარტყსო, მაგრამ რომ დევიწყე მოყოლა, გეიტრუნა მაშინვე...

- რა მოუყევი ამისთანა?

- ვერ გეტყვი!

- კიმაგრამ შენს გამზრდელ დიდ ბებიას ვერ ეუბნები და იმას უთხარი აბა?

- მაშინ დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები და გეტყვი.

- ფიცი მტკიცი, სამარე ვარ!

- ვუთხარი რომ ბებიაჩემს მთელი ცხოვრება შენ უყვარხართქო ...

- რაიო?! უიმე ჩემი სიკვდილიი... ჩემი კაი დავითის სული ნუ წარმიწყდებაა ... დედა, ღმერთო მომკალი ახლა, ამ წამს, ამ ჭერში. რა თქვი ბიჭოო? ვის უყვარხაროოო?

- დამანებე თავი! უფ... ხო დამპირდი არ გაგიბრაზდებიო?!

- შეხედე ამას, ორიოდე კონწიალა ბალისთვის სიყვარულობანაში მხვევ 76 წლის კუზიან ქალს და გადარევა თალხში დავმალო?! არ გრცხვენია, ცალი ფეხი სამარეში მაქვს. კაი, ბაბუაშენი ვერ გეიგებს მიწაშია, მარა მამაშენმა რომ გეიგოს... ბიძაშენმა... მამიდაშენმა... იქეთ დედაშენმა, კიდე იმისიანებმა, იმისიანის იმისიანებმა ... მეზობლებმააა... დიდუუ, დევიღუპე დუნიაზე. გაფიქრებაც მკლავს... გაგვატყავებენ რწყილივით... თავს სადღა გამოვყოფ ...

- ვერ გეიგებენ! არ ვუთხრათ! მაგი ჩვენ სამს გვეხება და ისინი რა შუაში არიან.

- ვაი მე და ვუი ჩვენთვის ავის მომასწავებელს. სუუუ! მეიწიე აქეთ, არ გეიოცა იმ ბებერმა?

- ყმაწვილობაში მიყვარდაო, მაგრამ არც მაგი იყო გულგრილი ჩემს მიმართო.

- ისემც, მაგის პირს მდუღარე! ბოვშს გეუბნება ამნაირ სისულელეს?! მთლად გამოჩერჩეტებულა.

- ეს რა არის, ერთი საათი მაყოლებდა ამბებს...

- რა გქონდა ამდენი მოსაყოლი?! არ გადამრიო ახლა.

- გადეირიე თუ გინდა, ვუთხარი ბებიაჩემს შენი ბიჭობის სურათი აქვს შენახულითქო. მარტო დაგულავდება თუარა გადმოიღებს სკივრიდან, ფუთაში გახვეულ სიძველეებს, მათ შორის შენს სურათსაცთქო და დასჩერებია, ცხარე ცრემლით დასტირისთქო...

- ახლა კი მართლა ცხარე ცრემლით დევიტირებ გაჩენას! გოდოურევია კაცი. წნევამ რო დაარტყას იცოდე ხელად გამომჟღავნდება ყორფერი.

- არაფერიც! რაც ეს ამბავი ვუამბე, პირიქით წელში გასწორებულმა გეიარა.

- არა, ვამბობ და ვის ეყურება, ე ბაღანა რიგიანი მეზღაპრე გამოვათქვა. ა, ბატონო ფაქტი, სად წოუხვალ, ერთ წამში ამომაგდო ქალი ღირსებიდან. რაიო იმან, დაგიჯერა თუ?

- არ ვიცი დამიჯერა თუ არა მარა, პირამდე კი გამივსო თასი ბალით, გამომატანა და ასე მითხრა: “წადი! ბებიაშენს ხელები უკოცნე შენი გაზრდისთვის, მომაკვდავი მომაბრუნეო

ავტორი მარიამ რევიშვილი.

image

1
143
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
143
  
2023, 28 თებერვალი, 19:17
ცუდად ვააარ ცუდაად, ამდენი არ მიცინია კაი ხანია, ეს რა არის? მოგონილია ხო : )
0 1 1