x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 მნიშვნელოვანი მინიშნება ცნობილი ფილმებიდან და ანიმაციებიდან, რომლებსაც ყურადღება არ მივაქციეთ

image
რამდენად ყურადღებიანი მაყურებელი ხართ? ხშირ შემთხვევებში, რეჟისორები ამა თუ იმ სცენებში ფარულ მინიშნებებს ტოვებენ, ეს შეიძლება იყოს ფინალის შესახებ, სხვა ფილმის ან თუნდაც გაგრძელების მინიშნება. წარმოგიდგენთ სწორედ ასეთ მომენტებს, რომლებსაც როგორც წესი გვიან, ან საერთოდ ვერ ვამჩნევთ ხოლმე:


1. “დიდი შოუმენი"-ს აღმასრულებელი პროდიუსერი იყო ჯეიმს მანგოლდი. მისი სახელის გამოჩენისას ეკრანზე, ხედავთ, რომ კადრის კუთხეებში არის პატარა დეკორატიული ელემენტები, რომლებიც სამურავის (ლოგანი) კლანჭებს ჰგავს. საინტერესოა ის, რომ ჯეიმს მანგოლდმა ასევე გადაიღო ფილმები „ლოგანი“ და „სამურავი: უკვდავი“, სადაც მთავარი როლი ჰიუ ჯეკმენმა შეასრულა.image

2. “ადამიანები შავებში"- ფილმის სცენაში, სადაც უცხოპლანეტელები სამზარეულოში ყავას სვამენ, ისმის საუბარი “ჰატურ" ენაზე. ეს ენა ასევე გამოიყენებოდა კიდევ ერთ ცნობილ ფილმში - ვარსკვლავური ომები. მასზე ჯაბბა ჰატი საუბრობდა.image

3. შესაძლოა, “ზოოტოპია"-ში ძაღლები ცხოვრობენ, მაგრამ ეკრანზე მხოლოდ მგლებს ვხედავთ. და ამას განსაკუთრებული მიზეზი აქვს. ვინაიდან ზოოტოპია არის სამყარო, რომელიც დასახლებულია ექსკლუზიურად ცხოველებით და მასში ხალხი არ არის, სავარაუდოა, რომ მგლები არასოდეს მოშინაურებულან და არ გადაქცეულან ძაღლებად.image

4. სიმღერა ფილმში “ტოპ განი: მავერიკი"- იმ სცენაში, სადაც ლეიტენანტი ჯეიკ "ჯალათი" სერესინი ირჩევს სიმღერას ჯუკბოქსზე, ხედავთ, როგორ აჭერს ღილაკებს 8 და 6. ეს, სავარაუდოდ, ესაა პირველი ტოპ განის ფილმის მინიშნება, რომელიც გამოვიდა 1986 წელს.image

5. კინოკომპანია მარველი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გააერთიანოს თავისი მულტი სამყაროს ყველა ფილმი. მაგალითად, მსახიობმა მარტინ სტარმა ითამაშა მარველის 2 ფილმში: წარმოუდგენელი ჰალკი(2006) და ადამიანი ობობა: სახლში დაბრუნება (2017). კინოკომპანიამ დაადასტურა, რომ სტარის პერსონაჟი - როჯერ ჰარინგტონი ერთი და იგივე პიროვნებაა.image

6. ანიმაციურ ფილმში ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა ვიგებთ, რომ ადამიანი ობობა არსებობს არა მხოლოდ ჩვენს სამყაროში. ხოლო ფილმის ერთ-ერთ სცენაში ჩანს ფლინტის დიატონური სუპერმუტაციური დინამიური საკვების რეპლიკატორი მულტფილმიდან „მოღრუბლულობა, შესაძლებელია ნალექი ფრიკადელების სახით“. საინტერესოა, რომ ადამიანი ობობას ანიმაციის ის პროდიუსერები ფილ ლორდი და კრის მილერი სწორედ ამ მულტფილმის რეჟისორები იყვნენ.image

7. როგორც ჩანს, მულტფილმების „ლილო და სტიჩი“ და „მოანა“ გმირებს პოლინეზიური ფესვები აქვთ და ეს ერთი კურიოზული ობიექტიდანაც შეიძლება გავიგოთ. დევიდი “ლილო და სტიჩი"-დან ატარებს კაუჭის ფორმის გულსაკიდს, რომელიც ძალიან ჰგავს ნახევარღმერთ მაუის უზარმაზარ კაუჭს.image

8. მულტფილმის "ატლანტიდა: დაკარგული სამყარო" ბოლო სცენაში ყველა გმირი ატლანტიელებისგან საჩუქრად იღებს დაკარგული ქალაქის კრისტალებს. თითოეული გმირი დებს კრისტალს რაიმე სახის პირად ნივთში. მაგალითად, ქალბატონ ვილჰელმინა პაკარდს აქვს გულსაბნევი, ოდრის კი ყელსაბამი.image

9. მწვანე არ არის მხოლოდ ბრუნოს საყვარელი ფერი მულტფილმ „ენკანტოში“, ეს ფერი მის ყველა ხედვაშიც არის. ასე რომ, გამოდის, რომ ზურმუხტები ეხმარებიან ჯადოქრებს მომავლის წინასწარმეტყველებაში.image

10. გემის კონსტრუქტორი, თომას ენდრიუსი, რომელსაც ვიქტორ გარბერი ასრულებს, მთელი ფილმის განმავლობაში ბლოკნოტით დადის. საინტერესოა, რომ ნამდვილი თომას ენდრიუსი ყოველთვის თან ატარებდა რვეულს, რათა დაეწერა ის გაუმჯობესებები, რომლებიც გემს სჭირდებოდა.image

11. სუპერგმირულ ფილმში “თორი: სიყვარული და ქუხილი" აღინიშნა არა მხოლოდ ძველი ბერძნული და სკანდინავიური ღმერთები, არამედ პანტერებბი ქალღმერთი ბასტი და მაიას ღვთაება კუკულკანი, რომელიც ჰგავს ბუმბულიან გველს ადამიანის თავით. ერთ სცენაში ისინი სხედან თორისა და მისი მეგობრების მოპირდაპირედ.image

12. კეტნის ევერდინი - ფილმის ფრენჩაიზის "შიმშილის თამაშები" გმირი - ცნობილია როგორც გამოცდილი მონადირე და მშვილდოსანი. თუმცა, ექსპერტების აზრით, ფილმში მისი სროლის ტექნიკა ძალიან სუსტი იყო და შესაძლოა ტრავმა მოჰყოლოდა.image

13. “კაროლინა კოშმარების ქვეყანაში"- პროდიუსერმა ბილ მიკანიკმა პატივი მიაგო თავის ალმა მატერს მთავარი გმირის მამას მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე სვიტერში ჩაცმით.image

14. “უოლესი და გრომიტი"-ს ერთ-ერთ სცენაში შეგიძლიათ იხილოთ გრომიტის ფოტო, რომელიც იღებს ძაღლის ინჟინერიის ხარისხს დოგვორტსის უნივერსიტეტიდან. ეს არის ალუზია ჰოგვარტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაზე ჰარი პოტერის წიგნების სერიიდან.image

15. კომედიაში "Avenge Me" 90-იანი წლების ფილმებზე ბევრი მინიშნებაა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის წარწერა ჰოროვიცის დარბაზის შენობაზე. ეს ალბათ მინიშნებაა სკოლის დედოფალზე ფილმიდან „Clueless“ - ჩერ ჰოროვიცი, რომელსაც ალისია სილვერსტოუნი ასრულებს.image

1
223
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
223
  
2023, 28 თებერვალი, 23:06
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1