x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სტალინის უკანასკნელი და ყველაზე უცნაური ბრძანება
image


მკვლევარებს ბევრი კითხვა უჩნდებათ როდესაც სტალინის იმ ბოლო ბრძანებას განიხილავენ, რომელიც მან საკუთარი დაცვის წევრებს მისცა. ეს გახლდათ ატიპიური საქციელი ისეთი ლიდერისგან, რომელსაც ყველაფერში წესრიგი უყვარდა. საიდუმლო არავისთვის იყო რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში "ერის მამა" თავის სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობდა, სადაც უსაფრთხოების დონე ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო მცველების თვალსაზრისით კრემლისასაც კი არ ჩამოუვარდებოდა. გარდაცვალების წინა დღეს სტალინი თავს კარგად გრძნობდა. თანამედროვეთა და პირადი ასისტენტის თქმით, ის მხიარული და ხალისიანიც კი იყო. იმ დღეს მის სანახავად მალენკოვი, ბერია, ხრუშჩოვი და ბულგანინი მივიდნენ. მათთვის საგანგებოდ ღვინოც კი იყო შეკვეთილი.


image


სტალინის პირადი თანაშემწის ლოგაჩოვის თქმით, სტუმრები მხოლოდ დილისკენ დაიშალნენ. რეზიდენციაში ასევე იმყოფებოდა პირადი დაცვა და დიასახლისი ბუტუსოვა.

image


გვიან ღამემდე ბელადის ოთახში არავინ შესულა. მოგვიანებით კი იოსებ ბესარიონის ძე საშინელ მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი. ექსპერტების აზრით, სტალინი მოწამლეს. ის რომ ბელადი დაცვას უშვებდა მხოლოდ ხრუსტალიოვს ჰქონდა გაგებული, ამიტომ ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ სტალინს ასეთი სიტყვები საერთოდ არ უთქვამს.


image


ისტორიკოსს კოსტინის ვერსიით, რომელიც მის წიგნშია გადმოცემული, ბერიას ბრძანებით თავად ხრუსტალიოვმა ჩაასხა წყლის ბოთლში ნელი მოქმედების შხამი. კიდევ ერთი არგუმენტი ამ ვერსიის სასარგებლოდ ხრუსტალიოვის უეცარი სიკვდილი გახლდათ. სრულიად ჯანმრთელი სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოს თანამშრომელი მოულოდნელად გაურკვეველი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.


image


სტუმრების გაცილების შემდეგ, სტალინმა თითქოსდა დაცვის წევრებს დასაძინებლად წასვლა უბრძანა, უთხრა რა რომ ისინი თავისუფლები იყვნენ ვინაიდან მათ საჭიროებას ვერ ხედავდა. სტალინის ბრძანება უჩვეულო იყო, თუმცა დაცვამ მისი დაუმორჩილებლობა ვერ გაბედა და დასაძინებლად გაემართა. "დიდი ბელადი" რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვის გარეშე სრულიად დაუცველი იყო.


image


"ერის მამად" წოდებული "დიდი ბელადის", იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალება დღემდე არაერთ კითხვას ბადებს და ისეთი განცდა იქმნება რომ ამ კითხვას პასუხი კიდევ დიდი ხანი ვერ გაეცემა.






0
4367
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
4367