x
image
მარიამმ პაიჭაძე
„დიდმა ბიჭებმა“ ფსონი გიორგი გახარიაზე დადეს... საჭირო გახდა „გეგმა ბ" - რას წერს ნანა კაკაბაძე
ნანა კაკაბაძე გიორგი გახარია



არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


კაცის კაცების (არაკაცების) პრაიდი.


რაც დრო გადის, ომის პარტიის გარეული და შინაური წევრები, სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ სააკაშვილზე, როგორც მეორე ფრონტის გამჩაღებელზე და „ქართული ოცნების" დამამხობელზე ფსონის დადება უშედეგოა. დამსახურებული სასჯელისგან მისი დახსნის მცდელობები დასავლური ზეწოლითა თუ სიმულაციური მოკვდინებით, საქართველოს ხელისუფლებაზე აღარ ჭრის.



გარე ძალებმა, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის „დალაგებაზე“ ზრუნავენ, როგორც ჩანს, სტრატეგია შეცვალეს და გადაწყვიტეს მიშა გრიშათი შეცვალონ.


„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩასანაცვლებლად ალტერნატივის ძებნა დიდი ხანია გრძელდება.


ქართულ პოლიტიკაში ვერ გამოჩნდა ფიგურა, რომელსაც ამის პოტენციური შესაძლებლობა ექნება. ამაში იგულისხმება როგორც კონკრეტული ლიდერის გონებრივი, ფსიქოლოგიური თუ ავანტურისტული უნარები, ისე ამ ლიდერის მხრიდან მასების მობილიზაციის, მათზე გავლენის მოხდენის და ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობები.


საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მოქმედ წამყვან ფიგურებს შორის ასეთები ვერც „ბანკირების პარტიის“ ლიდერებს შორის მოიძებნა, ვერც „შარვალჩახდილთა“ პარტიაში, ვერც ურეიტინგო „ევროპულ საქართველოში“ და ვერც რუსული ფულებით ურცხვად მოყელყელავე ყველაზე დიდ „ანტირუსულ" პარტია „დროაში“. ამ როლისთვის ვერ გამოდგა ლეიბორისტთა მარადიული ლიდერიც, ვერც ჭიჭე „აღმაშენებელი“ და ვერც სხვა კომიკური ფიგურები.


ვერ ივარგეს მონებმა.


არ ვიცი რა ხდება სხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველიში თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე ყველაზე მეტს სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ღირებულებებისგან დაცლილი მონები საუბრობენ.


ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად იკვეთება, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის „დალაგებაზე“ მზრუნველმა „დიდმა ბიჭებმა“ ფსონი ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე დადეს. ის კარგა ხანი იყო შემონახული „დამხმარე საბურავივით". მისი პატრონები შესაფერისი დროის და მომენტის დადგომას ელოდნენ და აი, კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, ისევ გამოიყვანეს ავანსცენაზე. რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სააკაშვილზე აწყობილი გეგმა ჩაიფუშა და საჭირო გახდა „გეგმა ბ"-ს ამუშავება.


გახარიას, ამ დრომდე, პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ სიტყვა არ ამოუღია, ახლა კი, როდესაც ევროპარლამენტის თუ შვეიცარიული ბანკის მხრიდან აშკარა აგრესიაა დაწყებული ბიძინას წინააღმდეგ, როგორც ჩანს, გახარიას პატრონებმა მისი ჩართვაც ჩათვალეს საჭიროდ და ავანსცენაზე ივანიშვილის მაგინებლის როლის შესრულებაც დააკისრეს.


მათ ჩათვალეს, რომ გარკვეული რეიტინგი გახარიას ჯერ კიდევ გააჩნია, მაგრამ იმას ივიწყებენ, რომ ეს მცირედი რეიტიგიც ბიძინას საშუალებით აქვს თავის დროზე მოპოვებული.


გახარიას და მისი პატრონების პოზიცია გათვლილია იმ გადაუწყვტელ ამომრჩეველზე, რომელთათვისაც მისაღებია ლოზუნგი - „არც ნაცები, არც ქოცები, რადგან ორივე გუშინდელი დღეა“.


თუ სოციოლოგიურ კვლევებს დავუჯერებთ, ასეთ ამომრჩეველთა რაოდენობა 50%-ს აჭარბებს და მარკეტინგული თვალსაზრისით მათზე მუშაობა სწორი გათვლაა, თუმცა, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ გახარია ამ ბრძოლაში დამოუკიდებლად, უცხოელი პატრონების ნების ან მათი ნებართვის გარეშე შესულიყო.


ეს უცხოელები დასავლეთში უნდა ვეძებოთ თუ ჩრდილოეთში, ამას მომავალი გვიჩვენებს.


გახარიას პიროვნებას და მოვლენების განვითარების ლოგიკას თუ გავითვალისწინებთ, არც ერთია გამორიცხული და არც მეორე, რადგან გახარიამ საქმით აჩვენა, რომ ის პოლიტიკაში ყველაფრის მკადრებელია.
სიტუაციის უცხოელ „დამლაგებლებს“ (დასავლეთშიც და ჩრდილოეთშიც) სწორედ ასეთი თვისებების მატარებელი პოლიტიკოსები უყვართ.
არა არის გამორიცხული, რომ გახარიას პოტენციური შესაძლებობებიდან გამომდინარე, დასავლეთშიც ჰქონდეს ფესვები და ჩრდილოეთშიც, მაგრამ გაქაჩავს თუ არა ეს შესაძლებლობები ბოლომდე, ძალიან საეჭვოა, რადგან როგორც წესი, საქართველოში მოღალატეები საბოლოო გამარჯვებას ვერასოდეს აღწევენ", - წერს ნანა კაკაბაძე.


ნანა კაკაბაძე სქრინი





0
502
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0