სხვა ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა 2023, 28 თებერვალი, 17:03 1971 წელს 17 წლის ჯულიანა კეპკე თვითმფრინავიდან გადმოვარდა და გადარჩა. Lockheed L-188 A Electra თვითმფრინავის ავიაკატასტროფა პუერტო–ინკეში (პერუ), შობის წინ, 24 დეკემბერს მოხდა. ავიალაინერი, რომელიც ლიმიდან – პუკალიპაში მიფრინავდა, ჭექა–ქუხილში მოხვდა და მეხი დაეცა. თვითმფრინავის კორპუსი შუაზე გაიპო და ჯუნგლებში ჩავარდა. ჯულიანა 3 კმ. სიმაღლიდან სავარძლიანად ჩამოვარდა... როდესაც გონზე მოვიდა, გადმობრუნებული სავარძლიდან თავი დაიხსნა და ირგვლივ ყველაფერი დაათვალიერა. მან მხოლოდ ერთი პაკეტი კანფეტი იპოვა და დასახლების მოსაძებნად გაემართა. ცხრა დღის მანძილზე, გოგონა ამაზონის ჯუნგლებში დაეხეტებოდა. ის შიმშილით და ღრმა ჭრილობებით იტანჯებოდა, რომელიც კატასტროფის დროს მიიღო და ზოგიერთ მათგანში, პარაზიტების ლარვებიც კი მოხვდნენ. გარდა ამისა, მას ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი და მუხლის იოგა გაწყვეტილი. ბოლოს და ბოლოს, მეათე დღეს ჯულიანა წყალსაცავთან გავიდა და სანაპიროზე ნავი დაინახა. გოგონას გაახსენდა, როგორ განკურნა ერთხელ მისმა ბიოლოგმა მამამ პარაზიტებისაგან ძაღლი. გოგონამ ნავის ძრავიდან ბენზინი გადმოასხა და ჭრილობები დაიმუშავა — მან იქიდან 30–მდე მატლის ამოღება შეძლო. არხის სხვა სიახლეები:* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია* 15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს* რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა და რატომ არის ჩაი უფრო ეფექტური გამოსაფხიზლებელი* ბატი Nike-ის ბოტასებში და მისი მკვლელის პოვნისთვის დაწესებული უპრეცედენტო ჯილდო* "წრეზე მორბენალი 3 კურდღელი" – უძველესი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია* 10 სახალისო და საინტერესო ფაქტი, რუბრიკიდან – "ასეც ხდება"* პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს666 2-ს მოსწონს
|