x
image
მარიამმ პაიჭაძე
„პალატიდანაც ახერხებს ქვეყნის დაზიანებას და „სატოპკე" მასალებს უგდებს რუსეთს" - რას წერს ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილზე

ამირან სალუქვაძე და მიშა

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ციხის თუ საავადმყოფოს პალატიდანაც ახერხებს ქვეყნის დაზიანებას და „სატოპკე" მასალებს უგდებს რუსეთს.


მარტივი სქემაა:



▪️სააკაშვილმა დაწერა ცრუ ინფორმაცია, საქართველომ კურსი აზიისკენ შეცვალაო;


▪️მყისიერად აიტაცა „რია ნოვოსტიმ", - საქართველომ კურსი აღმოსავლეთისკენ შეცვალაო;


▪️ესტაფეტაში სააკაშვილის მომხრეები ჩაერთვნენ და „რია ნოვოსტის" სტატიას სოცქსელში აფრიალებენ;


▪️ველოდები გორბაჩოვისტ კუბილიუსებს. ორშაბათს გაიღვიძებენ.


სადმე რაიმე განცხადება გააკეთა ხელისუფლებამ, ევროკავშირში მიღების განაცხადი გამოიტანა, თუ „ნატოზე" თქვა უარი? ვის აწყობს ეს ცრუ აჟიოტაჟი, კრემლის გარდა?" - წერს სალუქვაძე.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს წყდება საქართველო აზიაა თუ ევროპა:


„საუკეთესონო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო, უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და ამფსონების სრულ პანიკას. მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა, ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს, უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას.


ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ ახლა კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება და მისი მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერაფერი დაუდგება და ჩვენ ქართველები ამ მატარებელს წინ კი არ უნდა გადავეღობოთ როგორც გვაიძულებენ, არამედ, თუნდაც ბოლო ვაგონს შევახტეთ, ვინაიდან ეს მატარებელი მიდის „ნატოში" და ევროკავშირში.


დღეს წყდება საკითხი საქართველოსი, აზიაა თუ ევროპა. ევროპა კი არის თავისუფლება, დემოკრატია, სადაც პიროვნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა. საქართველოში რუსეთმა და მისმა დამქაშებმა უკვე დააყენეს ძალადობის, სიცრუის, სიბნელის, გაუნათლებლობის და პიროვნების უპატივცემულობის მყრალი სუნი.


დროა, საქართველო განვითარდეს.


ძალა ერთობაშია!


Слава Україні!" - წერს სააკაშვილი.


ამირან სალუქვაძე სქრინი




1
255
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
255
  
2023, 26 თებერვალი, 22:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1