x
image
მარიამმ პაიჭაძე
„უტიფრობის პიკი! სანამ თქვენი სხვა „გმირობები” გაგვიხსენებია, ჩუ... და დადუმდით" - რას წერს სანდრო ბრეგაძე
ბრეგაძე


„ქართული მარშის" წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„უტიფრობის პიკი!


უსუფაშვილი და ხაზარაძე გამოდიან და უნამუსოდ გაყვირიან - ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაცია რატომ არ ახსენაო!



ჯერ ერთი, იგულისხმა და მიმხვედრი მიხვდებოდა!

მეორე - ქვა იმან უნდა ისროლოს, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს - უსუფაშვილი შენ მაინც არ გვრცხვენია?! 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ჯარმა შენი თანატოლები დახოცა, ამის მერე შეხვედი კომუნისტური პარტიის რიგებში - ხაზარაძე შენ კომკავშირის მდივანი არ იყავი, როდესაც საბჭოთა ოკუპანტები ჩვენ გვარბევდნენ, სანგრის ნიჩბებით გვეჩახევდნენ და მომწამვლელი გაზით გვწამლავდნენ?!


მთელი ჩვენი სტუდენტობის განმავლობაში „ეროვნული მოძრაობის" მტრები იყავით, მიტინგებზე წასულ სტუდენტებს აბეზღებდით, საბჭოთა ოკუპაციის დღეს ზარ-ზეიმით აღნიშნავდით, ზვიადს და მერაბს ებრძოდით (ხაზარაძემ საერთოდ ანტისაბჭოთა მიტინგის დარბევისას ხელი მოუქნია ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას) და ახლა გახდით საბჭოეთის მტრები?!


ვინ დაგიჯერებთ, ნამდვილი საბჭოთა ოკუპაციის ნარჩენები ხომ თქვენ ხართ, თქვენი ბიოგრაფიით და აწმყო საქმიანობით!


ამიტომ, სანამ თქვენი სხვა „გმირობები” გაგვიხსენებია, ჩუ... და დადუმდით", - წერს ბრეგაძე.


მამუკა ხაზარაძე


დავით უსუფაშვილი


ლენინი


ლენინი


ბრეგაძე სქრინი






1
125
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
125
  
2023, 26 თებერვალი, 22:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1