x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორ გახდა ჯულიო დე მედიჩი რომის პაპი
image

კორუფცია ცნობილი იყო უხსოვარი დროიდან. ხალხი საუკუნეების მანძილზე ეძებდა საკითხის გადაჭრის გზებს მექრთამეობით ან შანტაჟით.

ისტორიები “ცნობილი ადამიანების" ცხოვრებიდან ზოგჯერ გასაოცარია მათი ორიგინალურობით. თუმცა, მკითხველს შეუძლია თავად გააკეთოს შეფასება, წაკითხვის შემდეგ.

ჯულიო მედიჩი, რომის პაპის თანამდებობაზე მთავარ კონკურენტთან - პომპეო კოლონასთან ერთად იბრძოდა. კარდინალები უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ, რადგან ხმები თანაბრად გაიყო და ჩანდა, რომ სიმართლის მომენტი არ დადგებოდა. მესამე მხარეებიდან პაპის არჩევის მომხრეთა ხმები უკვე სერიოზულად ჟღერდა. მაგრამ ჯულიო მედიჩი ასე მარტივად არ აპირებდა დანებებას. დაინახა, რომ სიტუაცია ზღვარზე იყო გადასული, ის ორიგინალურ ილეთზე წავიდა. მას მხოლოდ ხუთი ხმა აკლდა, ამიტომ მისმა ხუთმა მხარდამჭერმა ოპონენტის ხუთ მხარდამჭერთან დადო ფსონი. დავის არსი შემდეგი იყო: თუ მედიჩები პაპად აირჩევიან, დამარცხებულებმა გამარჯვებულებს თითო 100 000 დუკატი უნდა გადაუხადონ.

მომდევნო კენჭისყრაზე პომპეოს მომხრეებმა ორჯერ დაუფიქრებლად, ხმა მისცეს მედიჩებს, რის შედეგადაც მოიგეს კამათი.ამის შემდეგ, მზაკვრელმა ჯულიო მედიჩიმ მათ უბრალოდ გადაუხადა დაკარგული ფული (და ეს იყო უზარმაზარი თანხა). ამრიგად, ოფიციალური მოსყიდვა არ ყოფილა და ხუთმა კარდინალმა, რა თქმა უნდა, ხმა არ გაყიდა. მათ უბრალოდ დადეს ფსონი და მოიგეს. ამ ამბიდან ნათლად ირკვევა, რომ ნაცნობ ნივთებზე უჩვეულო შეხედვას ზოგჯერ სასურველი შედეგი მოაქვს. არჩევის შემდეგ ჯულიო დე მედიჩიმ მიიღო კლიმენტ VII-ის სახელი და მართავდა 1523 წლიდან 1534 წლამდე.

საინტერესო ფაქტია ის, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი პაპი, რომელმაც წვერი გაიზარდა, სუფთა გაპარსვის წესის საწინააღმდეგოდ. ეს მან გააკეთა რომის დარბევისთვის გლოვის ნიშნად და სიკვდილამდე წვერს ატარებდა.


ქვემოთ იხილეთ ასევე სხვა საინტერესო სტატიები

image

1)კიანუ რივზის გამორჩეული და იშვიათი ფოტოები, ის რაც აქამდე არ გინახავთ (20 ფოტო)

2)28 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ


3)საინტერესო ფაქტები იუპიტერის შესახებ

4)მსოფლიო დაუმარცხებელი რეკორდსმენები

5)14 საინტერესო ფაქტი მელას შესახებ

0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
149