x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მისი ყველა ეთერის დამთმობი ფსკერზე მოფართხალე გოიმია"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image



"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ უკრაინის მრავალათასიან სოლიდარობის აქციას პირად გვერდზე ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს უკრაინის მხარდასაჭერი აქციიდან მიღებულ პირად შთაბეჭდილებებს უზიარებს:

"გუშინდელი აქციის შთაბეჭდილებები:

1. ქართველ ხალხი ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინას და ქუჩაში გამოდის შთამბეჭდავი რაოდენობით.

2. რაც აინტერესებს, იმ თემაზე ქართველი ხალხი გარეთ გამოდის უბრალოდ თემები, რასაც პოლიტიკური სპექტრი ატენის 24
საათი ქართველ ხალხს არ აინტერესებს.
3. კოლექტიური გუბაზ სანიკიძე არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოსიხლე მტერი. მისი ყველა დამქირავებელი და ეთერის დამთმობი არის უბრალოდ ფსკერზე მოფართხალე გოიმი და ცივილიზებულ ხალხში არ უნდა გარიო.
4. ხალხს ეზიზღება არაფრის მთქმელი ღრიალი მიკროფონში და დრონით რაც ვნახე, სიტყვით გამოსვლების დროს აქცია იშლებოდა.

მოკლედ, ხალხი ბევრად ბრძენია, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი."- წერს "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს, პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ ასევე თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტებიც, რომლებიც რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. ღონისძიების ორგანიზატორები, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებთან ერთად, იყვნენ პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა".


ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც წინ კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 21 თებერვალს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ე.წ. ავტონომიურ რესპუბლიკებად გამოცხადება უძღოდა, თუმცა პუტინის რეჟიმმა დასახულ მიზანს ამ დრომდე ვერ მიაღწია და მას ომის პირველ დღეებში აღებული რეგიონების ნაწილიდან გასვლაც კი მოუწია.







0
188
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
188