x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ხედავთ, როგორ დაუნდობელ მონსტრად გადაიქცა ეს ქალი?! თუ არ შეჩერდა..." - რას წერს გელა ზედელაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

გელა ზედელაშვილი


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტა ქვეყნებს:


„ხედავთ, როგორ დაუნდობელ მონსტრად გადაიქცა ეს ქალი?!


ხედავთ, ვის წინაშე დგას და აფუჭებს საქმეს თავისი ჩიქორთული ქართულით და ფრანგული აქცენტით?



არა, ხედავთ, როგორ ავანტიურაზე მიდის?

ჯერ იყო და... აქ რას მომივარდით, როგორ გაბედეთო?!
მერე იწვრილმანა, მიედო, მოედო და როგორც ჩანს კი არა, აშკარად ჩანს, საბოლოოდ გაბოროტდა. ისიც აშკარად ჩანს, რომ „საპასუხისმგებლო" ვალდებულებები აქვს აღებული საიდანღაც და ეგეც კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს „საიდანღაც".


სამწუხაროდო... საქართველოს მთავრობამ სხვა გზა აირჩიაო, უკრაინას გვერდით არ დაუდგაო, ცივილიზებულ სამყაროს უგანაო. წარმოგიდგენიათ, რა დონეზე ბოდიალობს და თავის ნაბან წყალს ვის წისქვილზე ასხამს?


რაღა დაგიმალოთ... მშვენივრად არის მოპიწპიწებული გასაყიდი „ჟიგულივით".


თუ არ შეჩერდა... თუ ცოტა ფითილს არ დაუწია... თუ ამას ნამდვილი სახელი არ დაერქვა და თავისი ადგილი არ მიეჩინა, სიტუაციას ისე გააფუჭებს და აურევს, გამოსწორება გაჭირდება.


ისე, არ გამოვრიცხავ, ამ ქალმა „ნაციონალების" აქციებზეც დაიწყოს სირბილი... ვატყობ, არც ჭკუა დაუშლის, არც გონება!" - წერს ზედელაშვილი.


სალომე


სალომე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, იზოლაციაში მოიქციოს თავი და რაღაცით გაამართლოს ნეიტრალური პოზიცია.


„არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაცა მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ. რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენიტეტის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია. ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები, დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობის და სიახლოვისა, რაც ამ დროშებითა და ჩვენი ჰიმნებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას და განწყობას გაგვიზიარებენ. თბილისი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების განმავლობაში იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყა მთავარი- საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გელა სქრინი






0
714
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
714
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0