განათლება მოსკოვში დააკავეს პრემია "წლის მასწავლებლის" ლაურეატი ბავშვთა პორნოს გადაღების გამო 2023, 23 თებერვალი, 16:35 მოსკოვში "წლის მასწავლებელი", რომლის ვინაობაც არ სახელდება, როგორც გაირკვა პორნოგრაფიულ ვიდეოებს სწორედ სკოლის კედლებში იღებდა. მოსკოვში მასწავლებელთა კონკურსში გამარჯვებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სტატიით „არასრულწლოვანთა გამოყენება პორნოგრაფიული მასალების და საგნების დამზადების მიზნით“, იუწყება სააგენტო REGNUM -ი. მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის 39 წლის მასწავლებელი ეჭვმიტანილია იმაში, რომ 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის აპრილამდე არაერთხელ აცდუნა არასრულწლოვანი გოგონა, თან ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა. "ეს ხდებოდა როგორც სკოლის რამდენიმე კორპუსში, ასევე არასრულწლოვნისა და ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ადგილას“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, სამართალდამცავებმა იპოვეს კიდევ ერთი გოგონა, რომელიც მასწავლებელმა 2019 წლის ზაფხულში აცდუნა- აღნიშნულ ფაქტზე კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი არაერთხელ მოხვდა „რუსეთის ფედერაციისა და დსთ-ს 50 საუკეთესო მასწავლებლის სიაში“. ანალოგიური მოხდა, 2022 წლის მაისში; სამარელი პედაგოგი, რომელიც "წლის მასწავლებელი" გახდა 2015 წელს, სკანდალში გაეხვა. მოსკოვის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში მამაკაცი ორ გოგონაზე ძალადობას ცდილობდა, რის გამოც დააკავეს. 418 2-ს მოსწონს
|