სხვა დღევანდელი ტრენაჟორების წინამორბედები (მე-19 საუკუნე) 2023, 24 თებერვალი, 8:59 ტრენაჟორების ფუძემდებლად შვედი ფიზიოთერაპევტი გუსტავ ზანდერი ითვლება. მან მე-19 საუკუნის ბოლოს დააარსა ე.წ. მექანოთერაპია - ფიტნესი რთული მექანიზმების გამოყენებით. 1857 წელს ზანდერმა შექმნა ტრენაჟორები. ამ მოწყობილობების უმეტესობა მოძრაობაში ორთქლის გამოყენებით მოჰყავდათ. მოგვიანებით, უკვე 1890-იანებში, ორთქლი ელექტრობამ შეცვალა. გუსტავ ზანდერის ტრენაჟორები წარმოუდგენლად პოპულარული იყო. ევროპაში 300-ზე მეტი ზანდერის "ინსტიტუტი" გაიხსნა. "ტიტანიკზეც" კი იყო ტანვარჯიშის დარბაზი, სადაც მექანოთერაპიით შეიძლებოდა დაკავება. ქვემოთ მოცემული გამოსახულებები აღებულია 1892 წელს გამოცემული წიგნიდან "ექიმ გ.ზანდერის მედიკო-მექანიკური ტანვარჯიში". გაიძლიერეთ სისხლის მიმოქცევა დაღლილ და ცივ ფეხებში ტერფების მასაჟით. სკოლაში დამღლელი დღე გქონდათ? სხეულის ცოტაოდენი გაჭიმვა და მალე შვებას იგრძნობთ. სხეულის გაჭიმვა დიაგონალურ მოწყობილობაზე. ნერვიულობთ და ებრძვით შეკრულობას? თქვენ აღმოაჩენთ, რომ ეს ვიბრომასაჟის მანქანა სასწაულებს ახდენს! მოთავსდით ამ მოწყობილობაზე თქვენი სხეულის პარამეტრების გასაზომად და დაიტანეთ რუქაზე თქვენი სხეულისა და ხერხემლის კონტურები. ამ ელეგანტური ტრენაჟორის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ფილტვებში სისხლის მიწოდება. ეს შეიძლება სასადილო მაგიდას ჰგავს, მაგრამ მისი საშუალებით კუნთების და სახსრების დისბალანსის გამოსწორება შეგიძლიათ. მუცლის პრესის ტრენაჟორი. ამ მოწყობილობას კუჭის მუშაობა მოჰყავს წსერიგში.
ეს ტრენაჟორი სასარგებლოა ხელების, მხრებისა და ზურგისთვის. ვინც ცხენზე დაჯდომას ვერ ბედავს, ეს აპარატი დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ უნაგირზე.
ორგანიზმში ცვლილებების გამოსავლენი მოწყობილობა. მუცლის ქვედა ნაწილის წრიული მასაჟი. გაეცანით შემდეგ სტატიებს:ზოგიერთი არქიტექტორის მიერ სილამაზის აღქმა, აშკარად განსხვავდება საყოველთაოდ მიღებულისგან როგორ ისვენებდნენ ზღვაზე 100 წლის წინ (ფოტოები) ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+) ბელმონდო: მომხიბვლელი ავანტურისტი, რომელიც ყოველთვის უყვარდათ ქალებს რატომ იღუპებოდა 1865 წლამდე ბევრი პაციენტი წარმატებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ XVIII საუკუნის გასაოცარი ცხვირის პროთეზი, რომელიც 28 წლის ჰოლანდიელს თავისთვის დაუმზადებია პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები საბრძოლო ველოსიპედები და მათი გამოყენება ომში 137 3-ს მოსწონს
|