x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
7 ძიძა, რომლებმაც ცნობილი ადამიანების ოჯახები დაანგრიეს

წარმოგიდგენთ ძიძების ჩამონათვალს, რომლებიც ალბათ თავიანთ საქმეს იმდენად კარგად ასრულებდნენ, რომ ცნობილი ოჯახები დაანგრიეს:

1. დეიზი რაიტი

გოგონა ჯუდ ლოუს ბავშვების ძიძა იყო. იმ პერიოდში მსახიობი ურთიერთობაში იყო მსახიობ სიენა მილერთან. როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ლოუს ურთიერთობა ჰქონდა თავისი შვილების ძიძასთან. მსახიობმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა დეიზისთან ურთიერთობის გამო, რაღაც დროის შემდეგ კი რაიტმა ტაბლოიდებს მიჰყიდა ისტორია მათი ურთიერთობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჯუდი და სიენა შემდგომში ცდილობდნენ ურთიერთობების შენარჩუნებას, მაინც არაფერი გამოვიდა და 2005 წელს ისინი საბოლოოდ დაშორდნენ.image

2. არისა ვულფი

ეს გოგონა მუშაობდა რამდენიმე სტივენ სიგალისა და კელი ლებროკის ოჯახში. ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც სიგალთან რომალნი გააჩაღა. საიდუმლო რომანი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ სიგალის ლეგიტიმურმა მეუღლემ საბოლოოდ არ გაიგო. ისინი განქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ ახალ ქორწინებაში მსახიობმა უმცროს ქალიშვილს სახელი სწორედ ამ ძიძის საპატივცემულოდ დაარქვა.image

3. მილდრედ პატრისია ბაენა

მილდრედი მუშაობდა ცნობილი მსახიობის არნოლდ შვარცენეგერის სახლში და გააერთიანა დიასახლისისა და ძიძის ფუნქციები - ბავშვებს უვლიდა, როდესაც ეს აუცილებელი იყო. შემდგომში აღმოჩნდა, რომ შვარცნეგერს და ბავშვების ძიძას საქმიან ურთიერთობაზე მეტი აკავშირებდათ. მეტიც, ქალი იმ პერიოდში დაორსულდა, რა დროსაც შვარცნეგერის მეუღლე მარია შრაივერი. ღალატის ფაქტი თოთხმეტი წლის შემდეგ გაირკვა, როდესაც ჯოზეფი, დიასახლისის ვაჟი ძალიან დაემსგავსა გარეგნულად მამას და რაღაც იეჭვა. საბოლოოდ მილდრედმა აღიარა რომანის ფაქტი და შედეგად შვარცნეგერისა და შრაივერის 25 წლიანი ქორწინებაც დაინგრა.image

4. რაიანა შოჰიუზი

ეს გოგონა იყო ითან ჰოუკის და უმა ტურმანის მოსამსახურე. ღალატის ისტორია შეიძლება ითქვას, რომ ჰოუკისთვის საინტერესო აღმოჩნდა: რამდენიმე წლის შემდეგ მსახიობმა გოგონას ხელი სთხოვა და დაქორწინდნენ კიდეც. სხვათა შორის, ისინი კვლავ ერთად არიან და ზრდიან ორ ქალიშვილს - კლემენტინას და ინდიანას.image

5. მინდი მანი

გევინ როსდეილიდა გვენ სტეფანი 13 წლის განმავლობაში ბედნიერ ქორწინებაში იყვნენ და სამ შვილს ზრდიდნენ: ზუმუს, კინგსტონს და აპოლონს. როგორც აღმოჩნდა ქორწინება არც თუ ისე ბედნიერი ყოფილა, რადგან ძიძის 7 წლიანი მუშაობის პერიოდში 3 წელი როსდეილთან რომანში გაატარა. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ შეიტყო ღალატის შესახებ, წყვილი განქორწინდა გევინი კი ძიძას დაშორდა.image

6. კრისტინ ოუზუნიანი

ბენ აფლეკი დაქორწინებული იყო ჯენიფერ გარნერზე და თითქოს ყველაფერი იდეალურად ჰქონდათ, მათ ჰოლივუდის ულამაზესი წყვილის სტატუსიც კი მიანიჭეს. თუმცა, ჯენიფერმა აფლეკს ძიძასთან კოცნის დროს წაასწრო, შედეგად ძიძამ სამსახური დაკარგა, აფლეკმა კი ცოლი.image

7. მარშა გარკესი

მარშა გარკესს კავშირი ჰქონდა რობინ უილიამსთან, რომელთანაც იგი ძიძად მუშაობდა.უილიამსმა ძიძასთან რომანი არ დაუმალა მეუღლეს ვალერი ველარდისს და ათწლიანი ქორწინებაც დაასრულა. ოჯახური ცხოვრება კი მარშასთან გააგრძელა და მასთან დაახლოებით 20 წელი იცხოვრა.image





2
1008
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1008
  
2023, 24 თებერვალი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2