სხვა 10 ნიშანი იმისა, თქვენი ორგანიზმი წყალს ითხოვს 2023, 21 თებერვალი, 16:37 წყალს ორგანიზმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე მარტივია. ხშირად ჩნდება პრობლემები, იმის გამო, რომ ბევრს ნამდვილად ავიწყდება ჩვეულებრივი წყლის დალევა. ხალხი სვამს ყავას, ჩაის, წვენებს, სმუზებს, გაზიან სასმელებს, კომპოტებს, ღვინოს, ლუდს... ყველაფერს წყლის გარდა. ორგანიზმში წყლის ნაკლებობის გამო მეტაბოლური პროცესები ირღვევა, ტოქსინები არ გამოიდევნება და ხდება დეჰიდრატაცია. მწვავე დეჰიდრატაცია ხდება გადახურების და გაზრდილი ოფლიანობის გამო, სიცხის გამო ქარიან ამინდთან ერთად, დაავადებების გამო, რომლებსაც თან ახლავს დიარეა და ღებინება, ცხელება და ოფლიანობა. ორგანიზმში წყლის მუდმივი ნაკლებობა არც ისე შესამჩნევია. ადამიანის ორგანიზმი ეჩვევა ამ მდგომარეობას. გამომშრალი პირი პირის სიმშრალე არის პირველი და აშკარა სიმპტომი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი სჭირდება. ამ დროს ორგანიზმი უკვე იწყებს დეჰიდრატაციას. ბუნებრივია, პირის სიმშრალეს არ უნდა ებრძოლოთ ჩაით, გაზიანი სასმელებით ან ტკბილი წვენებით. თქვენი სხეული წყალს ითხოვს! მშრალი კანი ჩვენი კანი, სარკის მსგავსად, ასახავს ყველაფერს, რაც ხდება სხეულის შიგნით. თუ გაწუხებთ კანის ზედმეტი სიმშრალე, მაშინ, სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია ორგანიზმში წყლის ნაკლებობით. ხანდახან ძლიერი წყურვილი გქონიათ შემთხვევა, როდესაც წყალს ბევს სვამთ, მაგრამ წყურვილს ვერ იკლავთ?გილოცავთ, თქვენი სხეული გაუწყლოებულია. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პირის სიმშრალე, ეს უკვე სხეულის საკმაოდ სერიოზული გაუწყლოებაა, რომლის დროსაც ტვინი იწყებს აქტიური SOS სიგნალების გაგზავნას და უბრალოდ წყალს მოითხოვს. ორგანიზმი ძლიერ დეჰიდრატაციას განიცდის ალკოჰოლის გამო, ამიტომაცაა, რომ ნაბახუსევზე ორგანიზმი სითხეს ითხოვს. თუ გაწუხებთ თვალების სიმშრალე, თუნდაც უმნიშვნელო ქავილი, სიწითლე, მაშინ სასწრაფოდ წადით და დალიეთ წყალი. როდესაც სხეულში საკმარისი წყალი არ არის, ჩვენი ცრემლსადენი სადინრები შრება. ამან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს თვალებს. ამ სიმპტომის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანებს, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს. შარდის მოცულობის შემცირება და მისი ფერის შეცვლა (ის ხდება მუქი) თითოეული ადამიანის სხეული ინდივიდუალურია და ნორმის დადგენა ზოგჯერ რთულია. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ წყლის რაოდენობას, რომელსაც სვამთ, თუ შეამჩნევთ ცვლილებებს შარდვის დროს. გახშირებული გულისცემა, აჩქარებული პულსი როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში სისხლი კარგავს წყალს, ის ბლანტი ხდება, მოცულობა მცირდება და ცირკულირებს უფრო ნელა. შედეგად იმატებს გულზე დატვირთვა, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ადამიანის ორგანოები არ იღებენ საკმარის ჟანგბადს. ბევრი ადამიანი, თუნდაც ისინი, ვინც არ არის ასაკიანი, განიცდის სახსრების ტკივილს. ზოგისთვის ის სირბილის ან ხტუნვის შემდეგ ჩნდება. ჩვენი სხეული პატარა დეტალებამდეა გააზრებული. ჩვენი ხრტილოვანი დისკები 80%-ით წყლისგან შედგება. განსაკუთრებით ინტენსიური ვარჯიშის დროს გრძნობენ ხოლმე ტკივილს. ასე რომ, წყლის ქრონიკული ნაკლებობა იწყებს ტკივილს! კუნთების მასის შემცირება. ხრტილისა და სახსრების მსგავსად, კუნთები ნახევრად წყლისგან შედგება. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმში წყლის ნაკლებობით, გაუწყლოებით, ტენიანობა იკარგება - კუნთოვანი მასის მოცულობა მცირდება. ყველა ტრენერი და ექიმი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვარჯიშის დროსაც კი აუცილებელია წყლის პერიოდულად დალევა. ქრონიკული დაღლილობა და ძილიანობა. თუ სხეულს არ აქვს საკმარისი წყალი, ის იწყებს მის ძებნას, გარედან მიღების გარეშე, ის სესხულობს მას შიგნიდან. სისხლის ჩათვლით. რაც იწვევს ყველა ორგანოში მიტანილი ჟანგბადის ნაკლებობას. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ძილიანობისა და დაღლილობის შეგრძნებას. თუკი დღითი დღე, უფრო და უფრო დაღლილად გრძნობთ თავს, რვა საათი ძილის შემდეგაც კი არ გყოფნით ძილი საკმარისად და ყავა აღარ გეხმარებათ გამოფხიზლებაში, ეს ყველაფერიც იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი უბრალოდ წყალს ითხოვს. საჭმლის მონელების პრობლემები მნიშვნელოვანია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიანება, მაგრამ ეს ეხება მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას. სათანადო ჰიდრატაციის გარეშე, კუჭში ლორწოს რაოდენობა და სიმკვრივე მცირდება, რაც კუჭის მჟავას საშუალებას აძლევს, ზიანი მიაყენოს თქვენს შინაგან ორგანოებს. ეს ჩვეულებრივ იწვევს იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გულძმარვას და საჭმლის მონელების დარღვევას. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება წყლის რაოდენობა, რომელსაც ჩვენი სხეული იტევს. ასაკთან ერთად, შეგნებულად უნდა გავზარდოთ წყლის მიღება. 368 1-ს მოსწონს
|