x
image
თამილა გურაშვილი
ზელენსკიმ რუსეთსა და ჩინეთს შორის მოკავშირეობის შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი დაანონსა

image
რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო სამხედრო ალიანსი მსოფლიოს საფრთხეს უქმნის მესამე მსოფლიო ომის დაწყებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ The Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.




მისი თქმით, კიევი ჯერჯერობით ვერ ხედავს პეკინის ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერას მიმდინარე კრიზისში, მაგრამ ასეთი ქმედებების შემთხვევაში უკრაინასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდება.



”ფაქტობრივად, მე მსურს ისინი [ჩინელები] მყავდეს ჩემს გვერდით.” - თქვა ზელენსკიმ.



მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთი საომარი მოქმედებების მიმართ კარგა ხანს ვერ დაიკავებს ნეიტრალურ პოზიციას. მან იმედი გამოთქვა, რომ პეკინი მხარს დაუჭერს კიევის გეგმას მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, რაც გულისხმობს რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას.

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0