საქართველო "რა არ გადამხდენია, რა არ მინახავს, მაგრამ…“ - რას წერს შალვა ნათელაშვილი 2023, 21 თებერვალი, 10:00 საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გავლენიან ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის დასწრებით აღშფოთებული ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს:"რა არ გადამხდენია, რა არ მინახავს, მაგრამ პირველად მოვესწარი იმას, რომ ამერიკელ სახელოვან სენატორებთან გეო-პოლიტიკურ შეხვედრებს ესწრებოდეს რუსი, პუტინის მონა ოლიგარქის პირადი ადვოკატი. ღმერთო, შენ გვიშველე."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ისინი შეხვდნენ როგორც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციურ და სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები წინ წაწიონ:"შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში", - განაცხადა ჯინ შაჰინმა სენატორ დიკ დურბინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს - კონფერენციაზე.700 შეფასება არ არის |