კახეთი ავტოავარია დედოფლისწყაროში - მძიმედ დაშავდა ქვეითი 2023, 20 თებერვალი, 22:32 ავარია კახეთში - ქვეითი დაშავდა მძიმედ დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, 68 წლის ასაკის ქალი თ.ჯ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მორიგე ექიმის, გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის იამზე ბაღაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. „ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა. ესაჭიროებოდა დამატებითი კომპიუტერული კვლევები თავის არეში, ამიტომაც თელავში გაიგზავნა, “ - აღნიშნავს ბაღაშვილი. . შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 80 შეფასება არ არის
|