x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კურიოზები კრიმინალისტიკის ისტორიიდან
image


თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე კრიმინალიტიკამ განიცადა მრავალი ცვლილება და განვითარდა კონკრეტული ეპოქის სოციალური ნორმებიდან გამომდინარე.


კრიმინალისტიკა პირველი ნახსენებია ძველ ეგვიპტეში და ძველ რომში. იმ დღეებში კრიმინოლოგები იყვნენ მღვდლები, რომლებიც ასტრონომიისა და მათემატიკას იყენებდნენ დანაშაულის გასახსენელად, სიკვდილის მიზეზის და სხეულზე დანაშაულის ნიშნების დასადგენად.


შუა საუკუნეებში უფრო აქტიურად დაიწყო კრიმინალისტიკის განვითარება. იმ ეპოქაში სასამართლოები უკიდურესად სასტიკი იყო, დამნაშავის გამოსატეხად გამოიყენებოდა სხვადასხვა სასტიკი მეთოდები, არც თუ იშვიათად საკმაოდ საზარელი.თუმცა იყო მოწმეთა გამოკითხვებიც და ექსპერტიზაც.



თანამედროვე სასამართლო ექსპერტიზაში დანაშაულის გასახსენელად გამოიყენება მრავალფეროვანი მეთოდები და ტექნოლოგიები. სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზიდან დაწყებული და გენეტიკური ანალიზით დამთავრებული. გარდა ამისა, ამ სფეროში არის არაერთი სპეციალიზებული დისციპლინა, როგორიცაა კიბერკრიმინალისტიკა, ხანძრის და აფეთქების ექსპერტიზა, დოკუმენტების ექსპერტიზა და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნოლოგია დნმ-ის ანალიზია. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებას მათი გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეიძლება აღებული იქნას დანაშაულის ადგილიდან ეს იქნება სიგარეტის ნამწვი, ტანსაცმელი, ჭიქის ნაპირალი, პომადა და ა.შ.




image

მაგრამ კრიმინალისტიკის ისტორიაში არის კურიოზული შემთხვევებიც, . ქვემოთ გაეცნობით ასეთი შემთხვევების რამდენიმე მაგალითს.




1)ძველ რომში შეეძლოთ დამნაშავე დაესაჯათ კოლიზეუმში გარეულ მხეცთან ორთაბრძოლით, როგორიცაა მაგალითად ლომი. სწორედ ეს სასჯელი მოუმზადა იმპერატორმა გალიენუსმა ვაჭარს, რომელმაც ყალბი სამკაულები მიჰყიდა მონარქის ცოლს. და როცა ვაჭარი არენაზე გავიდა, ლომის ნაცვლად გალიიდან ქათამი გამოვიდა, რამაც საერთო მხიარულება გამოიწვია. გალიენუსმა თქვა: "მან მომატყუა და თავადაც მოვატყე", ამის შემდეგ მონარქმა ვაჭარი სახლში გაუშვა.




2)ლუთერანიზმის გავრცელებამ სკანდინავიურ ქვეყნებში და განსაკუთრებით დანიაში გამოიწვია ეგრეთ წოდებული „სუიციდალური მკვლელების“ გაჩენა. მათ, ვისაც თვითმკვლელობა სურდა, თან ჯოჯოხეთში მოხვედრის ეშინოდათ, ამიტომ ასეთ ხერხს მიმართესმკლავდნენ შემთხვევითი მსხვერპლს და ბარდებოდნენ ხელისუფლებას, სიკვდილით დასჯის მოლოდინში.


და თუ დამნაშავემ სიკვდილით დასჯამდე გულწრფელად მოინანიებდა თავისი ცოდვებს, ის, ლუთერანული სწავლების თანახმად, სამოთხეში უნდა მოხვედრილიყო.



3)1897 წელს ზონა ჰისტერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, სადაც ქმართან, ედვარდ შუსთან ერთად ცხოვრობდა. დაკრძალვიდან ოთხი კვირის შემდეგ, ზონას დედის მტკიცებით მისი ქალიშვილის აჩრდილი გამოეცხადა და უთხრა, რომ მის სიკვდილში დამნაშავე იყო მისი ქმარი, რომელმაც ის დაახრჩო და კისერი მოტეხა. დედამ პოლიცია ცხედრის ექსგუმაციაზე დაითანხმა და გაკვეთამ აჩვენა, რომ ზონას მართლაც ჰქონდა კისერი მოტეხილი, ხოლო ყელზე თითის ანაბეჭდები აღენიშნებოდა, რის შედეგადაც შუ დააკავეს. სასამართლო პროცესის დროს ზონას დედამ იმდენად დამაჯერებელი ჩვენება მისცა, რომ მოსამართლემ ვერ გამონახა მიზეზი, რათა გადაერწმუნებინა ნაფიც მსაჯულები, არ მიეღოთ გადაეწყვიტილება მოჩვენების სიტყვების საფუძველზე; შედეგად, შუ ციხეში ჩასვეს.



4)1993 წელს ავსტრიული ბანკის თანამშრომელმა ოტო ნიუმანმა მოაწყო ძარცვა თავის ცვლაზე, რის შედეგადაც ბანკიდან გაიტანა დღევანდელი 167 ათასი ევროს ოდენობის ეკვივალენტი თანხა, ასევე ოქროს ზოდები და მონეტები. დანაშაული გაიხსნა, მთელი ნაძარცვი ბანკს დაუბრუნდა და ნიუმენმა ციხეში სამწელიწადნახევარი ჩასვეს.


2012 წელს გაირკვა, რომ ბანკს არ მოუთხოვია მოპარული თანხა, რადგან სადაზღევო კომპანიამ ზარალი აუნაზღაურა. შედეგად, სასამართლომ გადაწყვიტა მოპარული ფულის გადარიცხვა ნიუმანისთვის, რომელიც ძალიან გაკვირვებული დარჩა ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ უარი არ უთქვამს.სამართალი არ დაიკარგა.



5)1993 წლიდან მოყოლებული გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში 40 დანაშაული იქნა ჩადენილი, მათ შორის 6 მკვლელობა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილზე ან მსხვერპლის სხეულზე ერთი და იმავე ქალის დნმ-ის ნიმუშებს პოულობდნენ. სავარაუდო მკვლელი ცნობილი გახდა მეტსახელით "ჰაილბრონის ფანტომი".


პოლიციამ სხვა ვერავითარი სამხილი ვერ იპოვა, თან დანაშაულებს საერთო არაფერი ჰქონდათ - სრულიად განსხვავებული მსხვერპლი, ადგილი, დანაშაულის ხელწერა, თანამზრახველი. თუმცა ყველგან დნმ-ს ერთი და იგივე ნიმუშას აჩვენებდა;

მხოლოდ 2009 წელს დადგინდა, რომ ყველა ამ საქმეს შორის კავშირი ნამდვილად არ იყო. გაირკვა, რომ დნმ-ის ნიმუშები აღებული იყო იმ ბამბის ჩხირებით, რომლებიც ავსტრიულ ქარხანაშივე მისი შემფუთავის დნმ-ით იყო დაბინძურებული.

0
173
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0