x
image
მარიამმ პაიჭაძე
„როგორ არ უნდა გიყვარდეს ქვეყანა, რომ..." - რას წერს ამირან სალუქვაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობაზე
ამირან სალუქვაძე ირაკლი ღარიბაშვილი


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ერთუჯრედიანი მანიპულაციებით და ფაქტების დამახინჯებით ცდილობენ პრემიერ-მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვიზიტის გაშავებას.


როგორ არ უნდა გიყვარდეს ქვეყანა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმებიც შიდა კინკლაობისთვის გამოიყენო?!



მოკლედ, ვიზიტის გასაშავებლად ორი თემა დაიხვიეს ხელზე. ორივეს განვიხილავ, ოღონდ თემების შინაარსში არ შევალ. უბრალოდ, აღვწერ, რას აბრალებენ და რეალურად რა მოხდა. ვისაც არ გინახავთ, სრული ვიდეო დევს ჩემს გვერდზე.


პირველი თემაა კომენტარი სააკაშვილის შესახებ.


ღარიბაშვილს სხვა სასაუბრო არ ჰქონდა და მიუნჰენშიც სააკაშვილზე ილაპარაკაო.


არადა, როგორ იყო? ალიევთან და პაშინიანთან ერთად გამართულ პანელზე, პანელის წამყვანი (მოდერატორი) უსვამს კითხვას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.


ისიც თქვა, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანონ ექიმები, სახელმწიფო გადაიხდისო.


პრემიერი მას პასუხობს, რომ მას არ სურს სააკაშვილის შესახებ საუბარი, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, ჩემი პასუხი ასეთიაო...


პასუხის შინაარსში არ შევალ. ყველამ მოისმინა. საუბარში ასევე თქვა, რომ არ სურს აუდიტორია გადაღალოს.


მოკლედ, ე.წ. ოპოზიციის სიცრუე იმაშია, რომ ღარიბაშვილმა მოდერატორის კითხვას უპასუხა და არ უსაუბრია თავისი სურვილით.


მეორე სიცრუე ეხება უკრაინის ომის შემდგომ პროგნოზსს. ეს საკითხი ყველა მედიამ არასრულად ახსნა.


წამყვანი ეკითხება, ბევრი საუბრობს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, შესაძლოა, რუსეთი საქართველოში შემოიჭრას, თქვენ რა მოლოდინი გაქვთო?


ჯერ ერთი წამყვანის მიერ კითხვაში უკვე იყო ჩადებული რუსეთის სასარგებლო პროგნოზი. ანუ, რუსეთმა, შესაძლოა, ისე დაასრულოს ომი, რომ სხვა ქვეყანაში შეჭრის განწყობაზე იქნება, ანუ, კითხვა გულუსხმობს, რომ რუსეთი სტრატეგიულად არ დამარცხდება. ვიმეორებ, ეს კითხვაში ჩანს.


რა უნდა ეპასუხა ღარიბაშვილს, კი შემოიჭრებაო, თუ არა, არ შემოიჭრებაო? ან ერთი, ან მეორე პროგნოზი ადეკვატური იქნებოდა?


აი, ამ კითხვის პასუხად თქვა, რომ ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, როგორ გამოვა ევროპა ამ ომიდან და სად იქნებაო?!


ომზე საუბრისას აღნიშნა რუსეთის აგრესიაც და უკრაინის მხარდაჭერაც გამოხატა, ოღონდ მსოფლიომ ეს ომი უნდა შეაჩეროსო. უნდა ეთქვა ომი უნდა გაგრძელდესო? სადმე თქვა უკრაინისთვის მიუღებელი შედეგების შესახებ? არა.
ეს მანიპულაციები იგივე ოპერიდანაა, უკრაინას გამარჯვება არ უსურვაო, 2-3 კვირის წინ რომ მოუგონეს. არადა მაშინ თქვა: უკრაინამ უნდა აღიდგინოს სუვერენიტეტი, დაიბრუნოს ტერიტორიები და მოიპოვოს მშვიდობაო. გამარჯვება სხვა რამეა?


ესაა კოლექტიური ნაცმოძრაობის, მისი მედიების, ენჯეოების და მხარდჭერი სუბიექტების პრობლემა, რომ არ შეუძლიათ კვალიფიციური ოპონირება, კვალიფიციური კრიტიკა.


აბა ვიზიტის დეტალებს ხომ არ განიხილავდნენ?! ხომ უნდა გადაეფარათ სამხრეთ კავკასიის სამი ლიდერის ისტორიულ შეხვედრა?! რამდენად პოზიტიური მოვლენა იყო, ბავშვიც კი მიხვდება.


არც პრემიერის ორმხრივი შეხვედრების განხილვა და გაშუქება აწყობდათ.

მაგალითად, შეხვედრები გერმანიის კანცლერ შოლცთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლიაიენთან; „ეუთო"-ს პრეზიდენტთან და სხვებთან.
ნაცმოძრაობისთვის არც საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები იყო მომგებიანი. შეხვედრები კი გამართა საფრანგეთის, რუმინეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, ისლანდიის, საუდის არაბეთის და ბრაზილიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან.


ახლა ვნახე „იუთუბზე" სალომე სამადაშვილის მორიგი ინტერვიუ უკრაინულ ტელევიზიასთან, რუსულ ენაზე, სადაც ისევ სიცრუის ტირაჟირებას ეწევა, კიდევ უფრო მეტად აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, ცდილობს შელახოს ქვეყნის პრესტიჟი. ევროკომისიის ბოლო შეფასების მიუხედავად ამტკიცებენ, თითქოს საქართველო ევროპული კურსიდან უხვევს.


ათასჯერაა ნათქვამი, რომ ასეთი ოპოზიცია არა უბრალოდ საზიანოა საზოგადოებისთვის, აფერხებს ჯანსაღი პოლუტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. ფულადი რესურსები, მედიები, მართვადი ენჯეოები, პოლიტიკასთან ახლოს მყოფი ყოფილი პოლიტიკოსები, ახლა ბლოგერებად რომ იქცნენ,
თუმცა, პოზიტიურია ისაა, რომ პოლიტიკური რეიტინგები უნულდებათ და ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი. მოსახლეობისთვის ზემოთ აღწერილი პრიმიტიული ცრუპენტელობა აღარაა საინტერესო.


შესაბამისად, თუ ბოლომდე მივიყვანთ პროცესს, ამ გამარგინალებულ ოპოზიციას, აუცილებლად ჩაანაცვლებენ სხვა სუბიექტები. ასეთი განახლების გარეშე, შეუძლებელია საზოგადოების ნორმალური თანაცხოვრება.


ზიზღის და სიძულვილის ენა უნდა შეიცვალოს საქმიანი, კვალიფიციური დებატებით, კრიტიკით, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ოპონირებით.
ნაცმოძრაობასთან და მის მოკავშირეებთან, ყოფილ ფანჩატურელებთან ასეთი თანამშრომლობა არ გამოვა. უკვე ისევ გახშირდა მუქარები. ემუქრებიან ყველას, ვინც მათ ჭკუაზე არ ლაპარაკობს. ოღონდ ემუქრებიან მომავალ დროში, ხელისუფლებაში როცა მოვალთ, ყველას მოგეთხოვებათო.


მომავალ დროში მუქარები მაგარი გორსალობა და ძალიან სასაცილოა", - წერს სალუქვაძე.




ამირანი სქრინი





0
159
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0