x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სპორტდარბაზში გოგონამ მოძალადე მამაკაცს წვერები დააგლიჯა(ვიდეო)

image

მამაკაცმა მოინდომა ფიტნეს დარბაზში მყოფ გოგონაზე თავდასხმა, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ ნავარჯიშებ გოგონას შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა.



24 წლის ნაშალი ალმას არასოდეს უვლია თავდაცვით კურსებზე, მაგრამ სპორტული დარბაზი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოძალადისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

22 იანვარს ნაშალი ჩვეულებისამებრ სტუმრობდა სპორტდარბაზს, ტამპაში, Inwood Park-ის საცხოვრებელ კომპლექსში. მის გარდა დარბაზში არავინ იყო, როდესაც კართან მამაკაცი გამოჩნდა, შემოსვლისთანავე ის მაშინვე გოგონას მიუახლოვდა. ჩახუტება სცადა - ალმამ თავხედი მამაკაცს ხელი კრა და უთხრა, რომ დენებებინა თავი.



image

ან სტუმარს ეგონა, რომ "არას" თქმით გოგონას ნამდვილად სურდა მისი გაცნობა ან უბრალოდ გადაწყვიტა თავისი გეგმის ბოლომდე განხორციელება. იგი გოგონას გაეკიდა, სპორტული დარბაზში სირბილის დროს გოგონა თან პოლიციის გამოძახებას ცდილობდა, ერთ მომენტში მამაკაცმა გოგონას იატაკზე დაგდება მოახერხა. მაგრამ ალმა არ აპირებდა დანებებას. მან წინააღმდეგობა გაუწია, თავდამსხმელს ზურგში დაარტყა, შემდეგ კი მისი მოგუდვა დაიწყო, ბოლოს მოახერხა მოძალადის ხელიდან დასხლტომა და გაქცევა.


25 წლის ქსავიერ თომას-ჯონსი პოლიციამ სპორტდარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ერთი დღის შემდეგ დააკავა. ის ამერიკელი ქალის ზარის წყალობით იპოვეს, ჯონსი ქალის ბინაში შესვლას და მის გაუპატიურებას ცდილობდა.

image

მანამდე მან აივანიდან დაზვერა ქალის ბინა, მისი ბინის ნომერი გაარკვია, სახლში მიადგა და ჰკითხა, სურდა თუ არა მასთან გართობა. გოგონას საქმრომ მომხდარი ვიდეოზე დააფიქსირა და სასწრაფოდ პოლიციას გამოუძახა.


დაკავებულს ბრალი სექსუალური ძალადობის მცდელობაში წაუყენეს. რაც შეეხება ალმას, რომელიც ჯონსმა მსხვერპლად აირჩია, დარწმუნებით ამბობს: "არასოდეს დანებდეთ. წინააღმდეგობა გაუწიეთ, გამოიჩინეთ ძალა – მოძალადეები ამას არ ელიან და იბნევიან, თუ ხედავენ, რომ არ შეგეშინდათ."

image


თავად ნაშალს არ მიუღია დაზიანებები ჯონსთან ჩხუბის შემდეგ, რაც შეეხება დამნაშავეს, წვერი საკმაოდ შეუთხელდა. გოგონა ამბობს, რომ ჩხუბის დროს მან წვერებში ჩაავლო ხელი და გადაუგრიხა, რის შემდეგაც მოძალადე სიმწრისგან იძულებული გახდა ხელი გაეშვა.


image

ალმამ დაამთავრა სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი და ამჟამად აგრძელებს რასმუსენის უნივერსიტეტში სწავლას. სპორტი მისი გატაცებაა და სიამოვნებით ატარებს დროს სპორტდარბაზში.


0
409
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0