x
image
მარიამმ პაიჭაძე
ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: „ეს ღალატის ფორმულა უტიფრად „აპრავებს" საკუთარ არაკაცობას და ლაჩრობას გმირობად გვასაღებს"

ზურაბ ქადაგიძე


„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ამ კაცის სირცხვილი ის კი არ არის, რომ დაბალი რეიტინგი აქვს და თვითკმაყოფილი იდიოტის შტაბეჭდილებას ტოვებს? (ეგ პრობლემა ქართული პოლიტიკის სენია), არამედ, უნამუსობის ის ხარისხია, რასაც განცხადებიდან განცხადებამდე ავითარებს!


გუბაზ სანიკიძეც კი მეტად მორალურია ამ სუბიექტთან შედარებით. ბოლო-ბოლო საკუთარ უუნარობას მაინც აღიარებს სანიკიძე და ღიად აცხადებს, ვინც მეტს გადაიხდის იმას მიუგორდება...



ეს ღალატის ფორმულა კი უტიფრად, „აპრავებს" საკუთარ არაკაცობას და ლაჩრობას გმირობად გვასაღებს.


მელია რომ კაცს გაგაფუჭებს, არ გამოვა შენგან ლიდერი.


წადი, მემუარები დაწერე, ხუხაშვილმა როგორ შეგტენა პარტიაში, მერე პარტიამ კაცად გაქცია და ბოლოს, როგორ უღალატე ყველას.


უფრო მეტ სარგებელს მიიღებ გაყიდული მემუარებით, ვიდრე კეზერაშვილის სამათხოვროს მოლოდინში.


აბა შენნაირ გაფუჭებულ პოლიტიკოსში თეთრს სხვა არავინ გადაიხდის.


P.S. ყოჩაღ კეზერას, რა საკენკი დაუყარა ამ საცოდავებს, ერთმანეთს ასწრებენ ვინ უფრო მალე გაიხდის „თუმნიანისთვის"..." - წერს ქადაგიძე.


ზურაბ ქადაგიძე





0
127
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0