x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პუტინის რუპორი სოლოვიოვი დორბლებს ყრის, რადგან უცხოურმა პრესამ მისი 21 წლის ბიჭის პიკანტური სურათები გამოაქვეყნა

image მას შემდეგ რაც უცხოურ მედიაში და პრესაში გამოჩნდა რუსეთის დიქტატორის პუტინის რუპორის, ვლადიმირ სოლოვიოვის 21 წლის ბიჭის პიკანტური სურათები, სოლოვიოვი აშკარად ვერ იკავებს თავს და დორბლებს ჰყრის.


უცხოური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ როცა სოლოვიოვი რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას მოითხოვს, მისი 21 წლის ბიჭი დანილ სოლოვიოვი ლომდონში ცხოვრობს და სამოდელო კარიერას იკეთებს.


რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში აღშფოთებას არ მალავენ ვლადიმირ სოლოვიოვის მიმართ და მოუწოდებენ მან ჯერ თავისი შვილი გაუშვას წინა ხაზზე საბრძოლველად და მერე მოითხოვოს საყოველთაო მობილიზაცია.
როგორც აღმოჩნდა სოლოვიოვის ბიჭი, რომელსაც მართლაც რომ მოდელის გარეგნობა აქვს, სარეკლამო სურათებს იღებდა ლონდონში მდებარე სილამაზის სალონისათვის "Vladislav Lisovets Office", სადაც დანილი ქალის საცვლებით, მაკიაჟით და ზოგადად ქალის ტანსაცმლით პოზირებს.


აღნიშნული სურათები, როგორც კი დაბეჭდა რუსულმა პრესამ, გაცოფებულმა მამა-სოლოვიოვმა მათ "უკრონაცისტების მოსყიდულები" უწოდა და დახურვით დაემუქრა.

საინტერესოა თუ რის საფუძველზე დაახურინებს პრესის საშუალებებს სოლოვიოვი, როცა არსებობს უცხოური პრესის სურათები რომელთა ავთენტურობაში ეჭვი არავის შეუტანია.

image


როგორც ლონდონური პრესა წერს სოლოვიოვის ვაჟი, კონდონში გეი კლუბების ხშირი სტუმარია, ამ ინფორმაციამ მით უფროა საინტერესო რომ სოლოვიოვი დაჟინებით მოითხოვს განსხვავებული ორიენტაციის თემის წარმომადგენლები უკრაინაში სათითაოდ უნდა გააგზავნონ საბრძოლველად, როგორც "გასახარჯი მასალა" (ეს ვლადიმირ სოლოვიოვის სიტყვებია).

ვლადიმირ სოლოვიოვი მისი შვილის სურათების გამოქვეყნებას მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი შვილი მართალია მოდელის გარეგნობისაა, მაგრამ ის ლონდონში კი არა მოსკოვშია და უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა ამისი დამამტკიცებელი რაიმე სახის დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

პუტინის რუპორის ოჯახი და მისი 21 წლის დანილი ქალის ტანსაცმლით.
imageimageimageimageimage
მამა და შვილი სოლოვიოვები.
image






0
299
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
299