x
image
თუთიკო ბერძენა
მაკრონის პოზიცია - რუსეთის დამარცხებისთვის, მაგრამ არა მის გასანადგურებლად. 
მაკრონის განცხადება მიუნხენში კოლექტიური დასავლეთის სტრატეგიის ახსნაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად.
image
"მინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში და მინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი პოზიციის დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ეს არ დამთავრდება სამხედრო გზით, ” - განაცხადა მან ფრანგულ მედიასთან JDD-ს, Le Figaro-ს და France Inter TV-სთან. მისი თქმით, ი ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს კონფლიქტის სრულად მოგებას.


ამასთან, მაგრამ მას არ სურს, ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდეს.


და ვისაც ეს სურვილი აქვს, „უპირველეს ყოვლისა უნდათ რუსეთის განადგურება... ეს არასოდეს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც იქნება“, -დასძენს მაკრონი.


მისი პოზიცია რეალურად არაფრით განსხვავდება ბრიტანული და ამერიკული მიდგომისგან და აი, რატომ.



ეს არის G7-ს კოორდინირებული სტრატეგია რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელსაც დასავლეთი სისტემურად მიჰყვება და ესაა რუსეთის დამარცხებისთვის, მაგრამ არა მის გასანადგურებლად. გამოიკვეთა ისიც, რომ უკრაინა თვითონაა ძლიერი და მოკავშირეები მართალია, კარგია, მაგრამ მთავარია, თვითონ დაანახო საკუთარი ძალა მსოფლიოს!


ქართველებისთვის მაკრონის ღიად გაცხადებული სტრატეგიიდან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ გვსურს ჩვენი მიწა გავათავისუფლოთ ჩვენი წესებით, ჩვენ გვჭირდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და კომპეტენტური დაგეგმარება. მაკრონის მიერ გაჟღერებული სტრატეგიით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, სტრატეგია "გაუმარჯოს მსვიდობას" არის რუსეთისკენ პირდაპირი გზა.


2
113
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
113
  
2023, 19 თებერვალი, 7:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 თებერვალი, 7:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2